Powered by Jasper Roberts - Blog

14:18 29.07.2017
5 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ცხოვრების რთულ ეტაპზე

გარკვეულ სირთულეს ცხოვრებაში ყველა ჩვენგანი ხვდება. ხშირად ისეთი დაბრკოლება გვხვდება, რომ არას თქმა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სულ სხვა რამ გვინდა. მაგრამ რა გაკავებს? რატომ არ ხარ ბედნიერი? ასეთი მდგომარეობა ემოციურ ტკივილს იწვევს, რაც წამლებით არ იკურნება. ამ დროს ყველაზე უკეთ ისევ საკუთარი თავი თუ დაგეხმარებათ. საჭიროა სწორად მიუდგეთ საკითხს და დასვათ შემდეგი კითხვები;



1. რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში?

 უმიზეზოდ არაფერი ხდება. იქნება ეს გარემოება თუ თქვენი თავი, ყოველთვის რაღაც არის დამნაშავე ცუდ სიტუაციაში. იმაში, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც უნდა წასულიყო. მნიშვნელოვანია მიზეზის გარკვევა და მისი აღმოფხვრა, რათა გამოსწორდეს ყველაფერი.


 2. რაში მდგომარეობს შეცდომა? 
მას შემდეგ, რაც გაიგებთ, თუ რა გახდა მიზეზი თქვენი რთულ სიტუაციაში ყოფნისა, მნიშვნელოვანია დაინახოთ პრობლემა და შეცდომა, რამაც ის გამოიწვია. ბევრი ცუდი მომენტი ცხოვრებაში, იქნება ეს პირად ცხოვრებაში თუ კარიერაში, სწორე რაღაც შეცდომის გამო ხდება. საჭიროა გააანალიზოთ და იგივე აღარ გაიმეოროთ. 


 3. რა შედეგი მივიღე? 
უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერი არ ხდება ცხოვრებაში. აუცილებელია დაივიწყოთ წარსული და ფოკუსირება მოახდინოთ მომავალზე. გასაგებია რომ მტკივნეულია, რომ ცუდ განწყობაზე ხართ, მაგრამ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ.


4. რაღაც კარგიც ხომ იყო? 
 ცხოვრება მუდამ რაღაც კარგისა და ცუდის ცვალებადობაა. მიუხედავად იმისა, რომ რთულ სიტუაციაში ხართ, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ გინდათ მთელი დღე სახლში ყოფნა და ტირილი, თავს უფლება მიეცით დადებითი ემოციით შეივსოთ. გაიხსენეთ კარგი მომენტები ცხოვრებიდან. 


5. რაზე გადავიტანო ყურადღება? 
ეს ერთ-ერთი სწორი და საჭირო კითხვაა რთულ მდგომარეობაში ყოფნისას. თუკი სახლში ჩაიკეტებით ამით დეპრესიას დაიმართებთ. აიღეთ მობილური დაურეკეთ მეგობრებს და წადით გასართობად ან დასასვენებლად. რელაქსაცია საუკეთესო გზაა სირთულეების დასამარცხებლად.
ავტორ(ებ)ი : pomada.ge