Powered by Jasper Roberts - Blog

12:48 29.07.2017
როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა და გემრიელი საზამთროს მურაბა
ყველას უყვარს საზამთროს ხრაშუნა მურაბა. ჩვენ ხრაშუნა საზამთროს მურაბის მომზადების რეცეპტს გაგანდობთ.
ყველას უყვარს საზამთროს ხრაშუნა მურაბა. ჩვენ ხრაშუნა საზამთროს მურაბის მომზადების რეცეპტს გაგანდობთ.
რეცეპტის ინგრედიენტები
1   კგ. საზამთროს ქერქი
112  კგ. შაქარი
3   ჭიქა წყალი
112  ჩ/კ სოდა
ვანილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

საზამთროს ქერქს (ქერქი უნდა იყოს სქელი) მოვათალოთ მწვანე გარეთა გარსი და დავჭრათ მართკუთხედებად. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაჭრათ სხვა და სხვა ფიგურებადაც/ფორმებადაც. საზამთროს ქერქის თითოეული ნაჭერი დავჩხვლიტოთ ჩანგლით.

2

ჭიქანახევარ ცხელ წყალში გავხსნათ სოდა; ცალკე ქვაბში ჩავასხათ 5 ჭიქა ცივი წყალი, დავასხათ სოდიანი წყალი და ჩავყაროთ საზამთროს დაჭრილი ქერქი. ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ოთხი საათის განმავლობაში. ოთხი საათის შემდეგ ქვაბი გადავწუროთ და საზამთრო (ქერქები) დიდხანს ვრეცხოთ გამდინარე წყალში.

3

ქვაბში ან ტაშტში, სადაც შემდეგ მურაბას მოვხარშავთ, ჩავასხათ 3 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩავაყაროთ 700 გრამი შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. სიროფში ჩავყაროთ გამზადებული საზამთრო და ვადუღოთ 15-20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ასე გავაჩეროთ ერთი დღე.

4

მეორე დღეს კვლავ დავდგათ ცეცხლზე, დავაყაროთ დარჩენილი 800 გრამი შაქარი, ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ცეცხლიდან გადმოდგმის დროს ჩავაყაროთ ვანილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge