Powered by Jasper Roberts - Blog

15:19 22.07.2017
რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ სახის ტატუს თქვენს ტანზე

დღესდღეობით ძალზე პოპულარულია სხეულზე ტატუირების გაკეთება. თუმცა, ბევრი არ აკვირდება იმას, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს კონკრეტულ ტატუს და რა ტიპის ენერგეტიკით აჯილდოებს იგი მფლობელს. ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველაზე მოდური ტატუ-სიმბოლოების ჩამონათვალს და მცირე ინფორმაციას მოგაწვდით მასზე. 



ვარდი - წითელი ბედნიერი სიყვარულია. შავი - დანაკარგი პარტნიორულ ურთიერთობაში. 



პეპლა - ადამიანში შინაგან ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს. თქვენ შეძლებთ უკეთესი გახდეთ. 



საკურა (ალუბლის ყვავილი) - სულით თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. თქვენ გახსნილი ხართ სიახლეებისთვის. 



ჭიამაია - მიჩნეულია, რომ ფულსა და ბარაქას მოგიტანთ. 



ფრთები - დაცვითი ფუნქცია აკისრია. ასე მფარველი ანგელოზი გიცავთ. 



ლოტოსის ყვავილი - თუკი თქვენ რეინკარნაციისა და სულის მოგზაურობის გჯერათ, სათქვენოა ეს ტატუ. 



კოლიბრი - მოგცემთ ძალას, რომ გაუძლოთ ნებისმიერი ტიპის ცხოვრებისეულ დარტყმებს. 



მზე და მთვარე ერთად - ადამიანის უნივერსალურობის სიმბოლოა. 



ბაბუაწვერა - მიანიშნებს, რომ ტატუს მფლობელი ცხოვრების თითოეულ წუთს აფასებს. 



ღუზა - თავდაჯერებას მოგცემთ. 



ჟირაფი - ადამიანი, რომელიც მაღალ იდეალებზე ოცნებობს. 



სამყურა - სასწაულების მორწმუნე ხართ. 



სპილო - მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იქნებით. 


ბუ - მიანიშნებს ადამიანს, რომელმაც ბევრი ცუდი ნახა, მაგრამ ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა აქვს შენარჩუნებული. 


მანდალა - ერთ-ერთი უძლიერესი ენერგეტიკის მქონე, დამცავი ტატუა. მიუთითებს, რომ ადამიანს ნებისმიერ წამოწყებაში ელის წარმატება. 

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge