Powered by Jasper Roberts - Blog

17:48 19.07.2017
რატომ უკრძალავდა სტივ ჯობსი საკუთარ შვილებს აიფონის გამოყენებას?

The New York Times-ის ჟურნალისტმა ნიკ ბილტონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ჯობსს კითხვა დაუსვა: “ალბათ, თქვენი შვილები აიპედზე გიჟდებიან, არა?”. მან შემდეგი პასუხი მიიღო: “ისინი არ იყენებენ აიპედს. სახლში გვაქვს დაწესებული შეზღუდული დრო, რომელსაც ბავშვები აიპადის ეკრანებთან ატარებენ”.


ადამიანმა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ტექნოლოგიის განვითარებში, უფრო მეტი იცის ამ საშიშროებების შესახებ. და აქ ნამდვილად არის რაღაც, რაზეც უნდა დავფიქრდეთ. ზოგადად, ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ზღუდავენ ბავშვების კომპიუტერებთან, სმარტფონებთან და პლანშეტებთან გატარებულ დროს. ჯობსის ოჯახში აკრძალვაც კი არსებობდა სხვადასხვა გაჯეტების გამოყენებაზე ღამით და დასვენების დღეებში. სწორედ ასე იქცევიან ტექნოლოგიის სხვა გურუებიც.  

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით IT-გიგანტების გენერალურმა დირექტორებმა იციან ის, რის შესახებაც მომხმარებლებმა არ იციან.


კრის ანდერსონმა, Wired-ის ყოფილმა დირექტორმა, რომელიც შემდგომში 3D Robotics-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის გაჯეტების გამოყენების შეზღუდვები დააწესა. მან მოწყობილობები ისე შეცვალა, რომ მათ მოხმარება, დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით შეიძლებოდა. 


«ჩემი შვილები და ცოლი მადანაშაულებენ, რომ ზედმეტად რთულად ვუყურებ ტექნოლოგიების გავლენას. ისინი ამბობენ, რომ არცერთი მათი მეგობარი არ არის შეზღუდული გაჯეტების გამოყენებაში», — ყვება ის.


ანდერსონს ხუთი შვილი ჰყავს, 6-დან 17 წლამდე და ეს შეზღუდვა ყველა მათგანს ეხება.


«ეს იმიტომ, რომ მე ვხედავ საშიშროებას ინტერნეტის გადამატებულად გამოყენებასთან დაკავშირებით. მე ვიცი, როგორ პრობლემებს წავაწყდი თვითონ და არ მინდა, რომ ეს პრობლემები ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ», — გვიხსნის ანდერსონი. 


“საშიშ” ინტერნეტში ის გულისხმობს შეუსაბამო შინაარსის კონტენტს და იმის დაშვებას, რომ ბავშები შესაძლოა ისევე გახდნენ დამოკიდებულები ახალ ტექნოლოგიებზე, როგორც ძალიან ბევრი ზრდასრული ადამიანი გახდა.


ზოგიერთები უფრო შორსაც კი მიდიან. ალექს კონსტანტინოპოლი, OutCast Agency-ის დირექტორი, ამბობს, რომ მისი ხუთი წლის შვილი საერთოდ არ იყენებს გაჯეტებს. დანარჩენ ორ შვილს კი, რომლებიც 10 და 13 წლის არიან, აქვთ პლანშეტის და პერსონალური კომპიუტერის გამოყენების უფლება, მხოლოდ 30 წუთით დღეში. 


ევან უილიამსი, Blogger-ის და Twitter-ის დამაარსებელი ამბობს, რომ მის შვილებსაც აქვთ ასეთი შეზღუდვები. მათ სახლში ასობით წიგნია, რომლის წაკითხვა ბავშვებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. აი რაც შეეხება პლანშეტებს და სმარტფონებს, აქ საქმე უფრო რთულადაა – მათი გამოყენება დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათით შეიძლება.


გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვები უფრო აღფრთოვანებულები არიან ახალი ტექნოლოგიებით და პრაქტიკულად დამოკიდებულები ხდებიან მათზე. ასე რომ სტივ ჯობსი მართალი იყო: მკლევარები ამბობენ, რომ ბავშვებისთვის პლანშეტების გამოყენება არ შეიძლება დღის განმავლობაში ნახევარ საათზე მეტი ხნით, ხოლო სმარტფონების – დღეში 2 საათზე მეტით. ბავშვებისთვის პერსონალური კომპიუტერის გამოყენება დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ საშინაო დავალების შესრულებისთვის.


მოკლედ, IT-აკრძალვების ტენდენცია უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება ამერიკულ ოჯახებში. ზოგიერთი მშობელი უკრძალავს მოზარდს სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებას (მაგალითად, Snapchat). ეს მათ აძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, რადგან ბავშვები ვერ აქვეყნებენ ინტერნეტში, იმას რაც უნდათ: გაუფიქრებელმა პოსტებმა შეიძლება მათი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს.  


მეცნიერები ამბობენ, რომ ასაკი, რომლის დროსაც შეიძლება ტექნოლოგიური შეზღუდვების მოხსნა – 14 წელია. თუმცა, ანდერსონმა მის 16 წლის შვილსაც კი აუკრძალა ეკრანების გამოყენება საძინებელ ოთახში. დიკ კოსტოლო, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნებას რთავს მოზარდებს გამოიყენონ გაჯეტები მხოლოდ მისაღებ ოთახში და არა საძინებელში.


და რით უნდა დავაკავოთ ბავშვები? სტივ ჯობსზე დაწერილი წიგნის ავტორი ამბობს, რომ გაჯეტები, რომლებიც ასოცირდება მის სახელთან, სტივმა ჩაანაცვლა წიგნებით, ისტორიებით და სხვადასხვა რაღაცებით. ამგვარად მამასთან ლაპარაკის დროს არცერთ შვილს არ გასჩენია სურვილი ამოეღო აიფონი ან აიპადი. მისი შვილები გაიზარდნენ ისე, რომ არ გახდნენ დამოკიდებულები ინტერნეტზე.
ავტორ(ებ)ი : pomada.ge