Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

17:07 19.07.2017
ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ,,გაჩუქებულ“ 67 მილიონიან ქონებაზე დავა გრძელდება

გუშინ, 18 ივლისს, საქალაქო სასამართლოში, მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც, მოსარჩელე მხარე „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები იყვნენ, ხოლო მოპასუხე კი  - ეკონომიკის სამინისტრო და „დელტა“. 

 

თბილავიამშენის“ 22 აქციონერი  2010 წელს, ეკონომიკის სამინისტროში, ღამის საათებში დაიბარეს და უთხრეს, რომ 67 მილიონიანი ქონება სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცათ.

 

განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად, მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათუკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება

 

აქციონერთა განმარტებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ  სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან, მესაკუთრეთა მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა, რომელთა უმეტესობა, აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

 

2010 წლის 19 ივნისს, საწარმოში შევიდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები და სასამართლოს ბრძანებების საფუძველზე ამოიღეს კომპანიის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტები და კომპიუტერის პროცესორები. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ შედგენილა ამოღების ოქმები და აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც აქციონერებმა ქონება სახელმწიფოს ,,აჩუქეს".


იმავე წლის 26 ივნისსშაბათ დღეს, კომპანიის დირექტორი და ყველაზე მსხვილი პარტნიორი - პანტიკო თორდია დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც, მას წარუდგინეს ბრალდებულის  სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება. მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ბოლოს, მოსთხოვეს ,,საწარმო სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა".  ანტიკო თორდია იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ მოთხოვნას, რის შემდეგაც, ბრალდებულის სახით მისი პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას რაიმე სახის სამართლებრივი გაგრძელება აღარ მოჰყოლია. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სინამდვილეში გამოძიების დაწყების ერთადერთი მიზანი იყო დაპატიმრების შიშით მისი იძულება, რომ ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა.

 

ამავე დროს, პრობლემა შეექმნათ სხვა აქციონერებსაც. საჯარო რეესტრი თვეების განმავლობაში გაუგებარი მოტივებით საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერსაც კი არ გასცემდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამონაწერის გაცემას კანონი საჯარო რეესტრს ერთი დღის ვადაში აკისრებდა. მას შემდეგ, რაც ამონაწერის აღება სახელმწიფოს ინტერესი გახდა, რათა წილის დათმობაზე სანოტარო აქტი მომზადებულიყო.  საჯარო რეესტრმა ამონაწერი  5 წუთში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოამზადა არასამუშაო - კვირა დღეს. იმავე დღეს, შპს- დანარჩენ პარტნიორებს მოაწერინეს ხელი წილის უსასყიდლოდ დათმობის გარიგებაზეხოლო მომდევნო დღეებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ ,,ქველმოქმედების" სურვილი ასევე ჯგუფურად ,,გაუჩნდათ" 24 აქციონერს და მათ თავიანთი საკუთრება ასევე უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, რომ გაჩუქებული კომპანია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოდ ითვლებოდა - მანამ, სანამ ის სახელმწიფოს საკუთრება გახდებოდა. სხვა  საწარმოებისგან განსხვავებით, მან შეინარჩუნა ტექნიკური პოტენციალი და მის მიერ გამოშვებულ პროდუქციას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლებში.

 

საქმის განხილვა უკვე 5 წელია მიმდინარეობს (2013 წლიდან). დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მოსამზადებელი სხდომა იყო ჩატარებული და არცერთი არსებითი განხილვა არ ყოფილა. მოულოდნელად მოხდა ისე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, მოსამართლე ლია ავალიშვილი საქმეს ჩამოაშორეს და გადასცეს სრულიად სხვა მოსამართლეს, რომლი ცოლიცდელტაშიმუშაობდა. მოსარჩელე მხარემ სასწრაფად მოითხოვა საქმის აცილება.

 

გუშინ ჩატარებულ სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე უძღვებოდა. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ასევე, მოსარჩელე მხარემ ახალი მტკიცებულება წარადგინა. ეს იყო  ტელეკომპანიაიმედისსიუჟეტი, რომელიც 2017 წლის 26 ივნისს, ეთერში გავიდა. სუჟეტი, ყოფილი ხელისუფლების დროს, ბიზნესმენების ქონების ჩამორთმევის საქმეს ეხებოდა. პროცესს მოსარჩელე აქციონერების უმრავლესობა ესწრებოდა, თუმცა საქართველოში არ ყოფნის გამო "თბილავიამშენის" ყოფილი დირექტორი  პანტიკო თორდია ვერ დაესწრო. 

 

სასამართლო პროცესზე გამოვლენილ ახალი გარემოებებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი - მიშა ჯახუა ესაუბრა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდა მხარეთა მიერ შეკითხვების დასმა ერთმანეთისთვის. ამ შეკითხვების პროცესში გამოიკვეთა ის გარემოება, რაც უკვე დადგენილი იყო საქმის წინასწარი განხილვის პროცესში. ანუ ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სამინისტროს და ზოგადად, სახელმწიფოს არანაირი ნება ამ აქციონერების მხრიდან არ მისვლია. სახელმწიფოსგან  მოდიოდა ინიციატივა, რომ ეს ქონება წასულიყო თავის საკუთრებაში. არანაირი ნება, იმისა, რომ რომელიმე აქციონერს თავისით გადაეცა, არ გამომჟღავნებულა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერ იქნა მითითებული ვერცერთ მტკიცებულებაზე და გარემოებაზე, რომ რომელიმე აუქციონერმა წერილობით ან ზეპირსიტყვიერად მიმართა, სახელმწიფოს, რომ მას სურდა გადაეცა აქციები. გარდა ამისა მნიშვნელოვანი იყო, ის ფაქტი, რომ   ვერ იქნა დასახელებული საფუძველი, მიზეზი იმისა თუ, რატომ უნდა გასჩენოდა ქონების გადაცემის სურვილი, რომელიმე აქციონერს თუ არა ის იძულება, გარეგანი ჩარევები, რაც ხდებოდა მათ მიმართ.


ამავე პროცესზე ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება მსგავს საქმეზე, თუ როგორ მოქმედებდა სახელმწიფო იმ პერიოდში. ეს მტკიცებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა იძულებასა და სხვადასხვა, სახელმწიფოსთვის საინტერესო, ქონებების სახელწიფოს სახელზე გადაფორმებას,“-აღნიშნა მიშა ჯახუამ.

 

 

ახალ მტკიცებულებაზე ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში განმარტება გააკეთა იურისტმა - მაია მწარიაშვილმაც:

 

ახალი მტკიცებულება რაც მივიტანეთ, ეს იყო სიუჟეტი სასამართლო სხდომის, სადაც განიხილებოდა იმედის წართმევის საქმე. აღნიშნული სიუჟეტი ეთერში გავიდა, სადაც ნაჩვენები იყო თუ რას ამბობს პროკურატურა და  მოწმე. ბრალდებულია სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი...  იგივე  ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ჩვენს სამეშია. სახელმწიფომ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა, რომ ეს უბრალოდ ჟურნალისტის მოსაზრება იყო,“- აღნიშნა იურისმა.

 

მისივე თქმით, ახალ მოსამართლეს, რომელსაც სქმე გადაეცაგანხილული არ აქვს  საქმეში არსებული მასალები.

 

აღნიშნული საქმე ლია ავალიშვილს ჩამოართვეს და მისცეს სხვას, რომლის ცოლიც  „დელტაშიმუშაობდჩვენ სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვეთ საქმის აცილება. ამ მოსამართლეს კი არც განუხილავს, არც მოუსმენია და არც აინტერესებს. ერთი-ორი ისეთი კითხვა დამისვევს, შთაბეჭდილება დამრჩა იმისა, რომ ტყუილად დავდიოდით 2 წელი პროცესზე. მოსამართლეს საქმე და მოწმეების დაკითხვა არ მოუსმენია და პირდაპირ მიიღებს გადაწყვეტილებას.


თუ კი ეს მოსამართლე მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მე მგონია, ეს იქნება ამ ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ქონება. ეს ხელისუფლება იგივეს იზამს, რაც საკაშვილმა გააკთათუ თვითონაც ჩამოართვემვს ქონებას. ეს იქნება ყველაზე ცუდი პრეცენდენტი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის მიზნით,“-განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

 

პროცესის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა,  „ჯორჯიან თაიმსთან“ კომენტარი არ გააკეთა.

 

რის შემდეგაც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით.

 

„აღნიშნულ საქმეზე, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, კომენტარს არ გავაკეთებთ,“- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

 

მომდევნო სასამართლო პროცესი 24 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge