Powered by Jasper Roberts - Blog

17:04 17.07.2017
ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, ,,ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ." - ნათქვამია განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge