Powered by Jasper Roberts - Blog

16:17 17.07.2017
ვითიბი ბანკის Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური ფუნქციები დაემა

ვითიბი ბანკისა, Visa -ს და  კომპანია Pri-Num  - ის თანამშრომლობის შედეგად, მობილური გადახდების აპლიკაციას Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა Visa Token Service დაემატა.


აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით  მობილური გადახდები მაქსიმალურად უსაფრთხო ხდება. კერძოდ, გადახდის მომენტში ბარათის რეალური მონაცემების ნაცვლად სპეციალურად შექმნილი ერთჯერადი კოდის (ტოკენის) გადაცემა ხდება, რაც გამორიცხავს თქვენი ბარათის მონაცემების უცხო პირთან მოხვედრის შესაძლებლობას. ტოკენიზაცია უზრუნველყოფს გადახდის ონლაინ მომსახურებას საბანკო ბარათის გამოყენებისა და შეხების გარეშე.


ამის გარდა, საქართველოში პირველად, ვითიბი ბანკი Mobile Pay - ს  მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, ნებისმიერი გადახდა, რომელიც 45 ლარს აღემატება, პინ კოდის ნაცვლად  თითის ანაბეჭდით დაადასტუროს. აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო გაამარტივეს აპლიკაციის მოხმარებას.


 

შეგახსენებთ, რომ Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს  აძლევს საშუალებას, მარტივად აწარმოოს უკონტაქტო გადახდები. ამისთვის, მხოლოდ  მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებაა საჭირო. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი ბარათით სურს გადახდა.  Mobile Pay-თ სარგებლობა და გადახდების წარმოება უფასოა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge