Powered by Jasper Roberts - Blog

14:48 17.07.2017
"ეს სისტემა უნდა დაინგრეს "-სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული თორნიკე კაჭარავას პირველი კომენტარი

უნდა შეიცვალოს არა მარტო ნარკოპოლიტიკა, არამედ თვითონ პოლიციის რეპრესიული მანქანა. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულმა, პრეზიდენტის შვილის მეგობარმა, თორნიკე კაჭარავამ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 



"სასამართლოსგან ამ გადაწყვეტილებას ველოდი. მე ვთვლი, რომ ეს არის სისტემური დანაშაული. უნდა შეიცვალოს არა მარტო ნარკოპოლიტიკა, არამედ თვითონ პოლიციის რეპრესიული მანქანა; უნდა დაინგრეს ეს სისტემა. მე ვთვლი, რომ აუცილებელად საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც ნარკოპოლიტიკის გამო არ ზიან მარტო, არამედ იარაღის გამო და ციხე სავსეა ასეთი ადამიანებით. ასე რომ, უნდა შეიცვალოს თვითონ ეს მანქანა. ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლება ამის გამო შევცვალეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება მიხვდება თავის შეცდომებს",- განაცხადა კაჭარავამ.


ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ, პრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 15 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. 

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge