Powered by Jasper Roberts - Blog

14:05 17.07.2017
პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე. 
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის მტკიცებით, ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო და დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge