Powered by Jasper Roberts - Blog

15:57 14.07.2017
Art-გენი 2017 იწყება

ფესტივალი Art-გენი  წელს, 10 ივლისს, სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა, რომელიც შემდეგ მცხეთისახალ ნავსადგურში გაგრძელდა.

 

Art-გენის თბილისის ტურს კი, 17-24 ივლისს, ტრდაციულად, ეთნოგრაფიულ მუზეუმი უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელსსაინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

 

პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, 17 ივლისს, თბილისის ტურს მომღერალი სოფი ვილი გახსნის. 18 ივლისს  Art-გენის  სცენაზე ასევე პირველად  წარსდგება  ჯგუფი  Asea sool. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე  იმღერებს „აუთსაიდერთან"ერთად ; 20 ივლისს -  ჯგუფი  „რეგიონი";  21 ივლისს  -  ჯგუფი  „ფრანი".  22 ივლისს კი,  Art-გენის  სცენა  ნინო  ქათამაძეს  და „ინსაითს" დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძისა  და  „33ა" - ს კონცერტი გაიმართება, ხოლო   Art-გენი 2017 24 ივლის სსუხიშვილების" კონცერტით დაიხურება. 

 

ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები.  მათ შორის,  გამოფენა  „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა"; რეგიონების ფოლკლორულიკონცერტები და „შავფაროსნების" საჩვენებელი  შოუ. ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართულისამზარეულო.

 

Art-გენის მხარდამჭერი თიბისი ბანკი ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ ადამიანებს კონცერტების დაწყებამდე დროის საინტერესოდ გატარებას სთავაზობს.  სპეციალურად მოწყობილ ზონებში გაიმართება გასართობი აქტივობები რაგბის თემაზე, იქნება ფოტოსტენდები, ხოლო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის #წერექართულად კუთხე მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის თამაშები გაიმართება.

 

ფესტივალი  Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა.  წლების მანძილზე  ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალურიეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.  ფოლკლორის დათანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილიმიუძღვის ახალგაზრდებში  ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარებისსაქმეში.  ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც  რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა  მისცა  და  განვითარებისთვის მეტი  მოტივაცია  შეუქმნა.

 

წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი  ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი.ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნოფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა.  ფესტივალი წელსაც საინტერესოსიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

 

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო  ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტულითვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას.  ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვისგანსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს. 

 

შემთხვევითი  არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულიმცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისსაქმეში, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge