Powered by Jasper Roberts - Blog

13:12 14.07.2017
16 ივლისს, ლაგოდეხში, ცნობილი ბლუზმენის ვულფ მეილის კონცერტი გაიმართება

ნამდვილი ბლუზმენები ბუნებით მოგზაურები არიან. მგზავრობისას უერთდებიან ახლო მდებარე საკონცერტოდ მოწყობილ სივრცეს და მთელი გრძნობით უკრავენ ბლუზს, რომელიც მათი ცხოვრების ნაწილია. გზა მათი სახლია, ხოლო მუსიკა წარმოადგენს მათ საკვებს, ხურდა ფულს და სასტუმროს - ასე მხატვრულად აღწერს ვულფ მეილი თავისი სათავგადასავლო ამბებს ამერიკული კლუბიდან კლუბში გადაადგილებისას. მას მილიონობით მილი აქვს გავლილი, რათა საკუთარი ხელწერა გააცნოს მსოფლიოს. წელიწადში 200-მდე შოუც კი გაუმართავს. სიდნეიდან მოსკოვის წითელ მოედნამდე მრავალი სცენა თუ ღია სივრცე მოიცვა მისმა მელოდიებმა. საყოველთაო აღიარება მოუტანა აწ გარდაცვლილ ჯონი ვინტერთან ტანდემში მისი ბენდის გამოსვლამ.

 

 

სახელგანთქმული გიტარისტის, წარმოშობით კანადელი ვულფ მეილის,  27 წლიანი მუსიკალური კარიერა განვითარდა ლოს-ანჟელესსა და  საფრანგეთის სამხრეთ ნაწილშიის  სულით და გულით ბლუზმენია, რომლის საშემსრულებლო მანერა ამერიკული ბლუზის ლეგენდამ, ვალტერ ტრაუტმა ასე წარადგინა - „ექსტრაორდინარული გიტარისტი“. ვულფ მეილი ძირითადად სოულის  ჟანრში დახელოვნდასოული, როგორც სულის ამოძახილი, საკრავების თანხლებით აერთიანებს ემოციურ და სულიერ დატვირთვას ცხოვრების სევდანარევი მომენტების შესახებსიმბოლურია, რომ ვულფი 15 ივლისს კოკას ხსოვნის საღამოზეც შეასრულებს რამდენიმე მელოდიას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge