Powered by Jasper Roberts - Blog

13:47 12.07.2017
ისტორიაში პირველად, დედამიწიდან თანამგზავრზე ობიექტის ტელეპორტაცია მოხდა

ისტორიაში პირველად ჩინელმა სპეციალისტებმა დედამიწიდან თანამგზავრზე ობიექტი გააგზავნეს. ფოტონმა დაახლოებით, 500 კილომეტრი გადალახა და კვანტური კომუნიკიაციისთვის განკუთვნილ პირველ თანამგზავრ "მო-ცზიზე" ტელეპორტაცია მოახდინა.

 

"გაცნობებთ, დამოუკიდებელი ერთფოტონიანი კუბიტის დედამიწაზე მდებარე ობსერვატორიიდან ორბიტაზე მდებარე თანამგზავრზე პირველი კვანტური ტელეპორტაციის შესახებ, რომელიც აღმავალი კავშირის არხის მეშვეობით - 1400 კილომეტრამდე დისტანზიაზე განხორციელდა" - ნათქვამია ჩინელი მეცნიერების განცხადებაში.

 

კვანტურ ოპტიკაში ტელეპორტირება ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

 

ის კვანტური დახლართულობის ფენომენს ეფუძნება, როდესაც ორი კვანტური ობიექტი - ამ შემთხევაში, ორი ფოტონი - ერთდროულად და ერთსა და იმავე ადგილას იქმნება და ერთნაირ ტალღურ ფუნქციებს იძენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ორ ობიექტს ერთმანეთს დავაშორებთ, კავშირი მათ შორის შენარჩუნდება და ერთი ობიექტის ცვლილება მეორე ობიექტის მდგომარეობაზეც აისახება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge