Powered by Jasper Roberts - Blog

13:27 12.07.2017
19-წლიანი კვლევის შედეგი: ახანგრძლივებს თუ არა სიცოცხლეს ყავის ხშირი სმა?!

მეცნიერებს ყავის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე აქვთ. როგორც მეცნიერი ამბობენ, ის ადამიანები, რომლებიც დღეში დაახლოებით სამ ფინჯან ყავას სვამენ, გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ამას არ აკეთებენ.

 

Imperial College of London-ისა და კიბოს კვლევის ბრიტანული სააგენტოს ერთობლივი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს.

 

მათი თქმით, ყველაზე აშკარა დადებითი გავლენა , რომელსაც ყავა დაავადებებზე ახდენს, დაფიქსირდა სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებზე. იმ ადამიანებში, რომლებიც ყავას რეგულარულად იღებდნენ, აღნიშნული დაავადებების რისკი ძალიან მცირე იყო.

 

ეს კვლევა ერთერთი ყველაზე მასშტაბური იყო, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებულა.

 

სპეციალისტები დაახლოებით 500 000 მოხალისეს აკვირდებოდნენ, რომელთა ასაკი 35 წელს ზევით იყო და 10 სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან იყვნენ. მკვლევარების თქმით, საქმე კოფეინში არ არის.

 

მათი ვარაუდით, ის რომ ყავა დაავადებების რისკს ამცირებს, დამოკიდებულია ანტიოქსიდანტებზე, რომლებიც მრავლად არის ყავის შემცველობაში და რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კიბოს პრევენციაში. ამიტომაც, მნიშვნელობა არ აქვს რომელი სახეობის ყავას მიიღებთ.

 

როგორც აღმოჩნდა, ყავის ხშირი მიღების გამო, მამაკაცების სიკვდილიანობის რისკმა 18%-ით იკლო, ხოლო ქალებში - 8%-ით .

 

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

 

მსგავსი კვლევა ჩაატარეს ამერიკელებმაც, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. მათი კვლევის შედეგიც Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

 

ამერიკულ კვლევაში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის 185 000 ადამიანი მონაწილეობდა - ლათინოამერიკელები, აფროამერიკელები, აშშ-ში მცხოვრები იაპონელები და ევროპელები.

 

ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგები ბრიტანელი კოლეგების კვლევის შედეგებს დაემთხვა.

 

იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში ერთ ფინჯან ყავას სვამდნენ, კიბოსგან, ინსლუტისგან, გულ-სისხლძარღვთა დავადებისგან გარდაცვალების რისკი 12%-ით მცირე იყო, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ყავას საერთოდ არ მოიხმარდნენ. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც დღეში ორ-სამ ჭიქა ყავას იღებდნენ, აღნიშნული რისკი 12%-ით მცირე აღმოჩნდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge