Powered by Jasper Roberts - Blog

15:03 06.07.2017
ანსამბლი ,,შავნაბადა“ ლიტვაში საერთაშორისო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ფორუმზე წარდგება

13 - დან 16 ივლისის ჩათვლით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ფორუმზე - „ლაუკსნოს Lauksnos“ ლიტვის ქალაქ კლაიპედაში, ანსამბლი ,,შავნაბადაა“ მიწვეული.

 

ფორუმზე, ანსამბლი შავნაბადაიუნესკოს მიერ არამეტერიალურ კულტურის ძეგლად აღიარებულ ქართულ ხალხურ სიმღერას წარადგენს.


ღონისძიების (ფესტივალის/ფორუმის) ფარგლებში ,,შავნაბადა რამდენიმე კონცერტს გამართვს, სადაც რეპერტუარი საზოგადოებრივი რადიოს ოქროს ფონდიდან იქნება გაცოცხლებული.


აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის ფორუმი ლიტვაში პირველად იმართება და წარმოდგენილი იქნება მხოლოდ UNESCO- მიერ დაცული, ტრადიციული კულტურული ელემენტები. - მსოფლიო ერების ტრადიციული ზეპირსიტყვიერება, მუსიკალური კულტურა და ფოლკლორული ხელოვნების შედევრები. ფორუმილაუკსნოს Lauksnos”, UNESCO- ეროვნული კომისიის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის მასპინძელი ქალაქი - კლაიპედა მიჩნეულია, როგორც 2017 წლისლიტვის კულტურის ცენტრი/დედაქალაქი“.


ფორუმზე  ფართო სპექტრი ქნება წარმოდგენილი იუნესკოს მიერ დაცული ტრადიციული კულტურული ნიმუშები: გამორჩეული/ექსკლუზიური სიმღერა, მუსიკის შესრულების ტრადიციები, რიტუალური ფოლკლორი, ორიგინალური ხელობები, უნიკალური ტრადიციული სახელოვნებო ფენომენები და სხვადასხვა ტრადიციებს შორის ჰარმონიული კავშირების ძიების შედეგები.

 




 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge