Powered by Jasper Roberts - Blog

13:57 01.07.2017
მესი ბავშვობის სიყვარულზე დაქორწინდა: ფოტოები და ვიდეო საუკუნის ქორწილიდან

ფეხბურთისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები გუშინ ლეონელ მესის ქორწილში შეიკრიბნენ. ფეხბურთელი მისი ბავშვობის სიყვარულზე ანტონელა როკუცოზე დაქორწინდა.

30 წლის თავდამსხმელის და 29 წლის პატარძლის შეუღლების ცერემონია, მესის მშობლიურ ქალაქში, როსარიოში, ყველაზე მდიდრულ სასტუმროში გაიმართა.

მედიამ ამ დღეს “საუკუნის ქორწილი” უწოდა.

250 სტუმარს შორის იყვნენ ბარსელონას როგორც ძველი, ისევე ახალი ვარსკვლავები: ნეიმარი, ლუის სუარესი, კარლეს პაული და სხვა.

ცერემონიას ასობით პოლიციელი იცავდა.

 

 

 

არგენტინელი სუპერვარსკვლავი და მისი მეგობარი გოგონა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და უკვე კარგა ხანია ერთად ცხოვრობენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს: 4 წლის ტიაგო და 1 წლის მატეო.

მესიმ და როკუცომ დაქორწინება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს და ამის შესახებ საზოგადოებასაც ამცნეს.

იხილეთ ვიდეო ლინკზე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge