Powered by Jasper Roberts - Blog

13:41 29.06.2017
,,ჩვენ ის ვართ, რითიც ვიკვებებით"- ნატა გაგუა
ვფიქრობ, ადამიანები ხშირად ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც კია ჩვენთვის საკვები; რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესზე.

 

არადა ჩვენი დღიური საკვების თითოეული ულუფა ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა და ის საბოლოოდ ჩვენი შემადგენელი ნაწილი ხდება. 

 

უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის, რასაც დღეს მივირთმევთ, რამდენიმე წელიწადში გადამუშავებული სახით, ჩვენივე ღვიძლის ქსოვილად იქცევა. 

 

კიდევ უფრო მარტივად კი ჩვენ სწორედ ის ვართ, რითიც ვიკვებებით.

ამიტომაც გირჩევთ, გაითვალისწინეთ ორი წესი:

 

  • ნუ დაზოგავთ დროს ჯანმრთელობის ხარჯზე;
  • იკვებეთ ნატურალური, სწორად დამუშავებული ან ცოცხალი  პროდუქტით - ეს სასიცოცხლო ენერგიის ნამდვილი წყაროა, რაც შემდგომ შრომისუნარიანობის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ავტორ(ებ)ი : http://www.natagagua.com