Powered by Jasper Roberts - Blog

17:11 27.06.2017
ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე!

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე!

 

14-20 ივლისამდე ალბანეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბუტრინტი 2000“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „ხმელთაშუა თეატრების ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე ქართველებს მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პირველია, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე მიიწვიეს.


17 ივლისს , მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში , ბუტრინტის ანტიკური თეატრის სცენაზე მოზარ მაყურებელთა თეატრი შექსპირის „ აურზაური არაფრის გამო“ ( რეჟ.დიმიტრი ხვთისიაშვილი) წარადგენს.


ფესტივალი „ ბუტრინტი“ 2000 წელს დაარსდა, მისი არსებობის მანძილზე მსოფლიოში აღიარებულ არაერთი რეჟისორის წარმატებულ სპექტაკლს უმასპინძლა.


20 ივლისს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი საბერძნეთის ქ. თესალონიკში , ამპელოკიპის მერიის თეატრში ქართული სათვისტომოსთვის ითამაშებს. სპექტაკლი „ აურზაური არაფრის გამო“  თესალონიკის საზოგადოება „საქართველოს“  მხარდაჭერით გაიმართება.


საერთაშორისო გასტროლის მხარდამჭერია საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge