Powered by Jasper Roberts - Blog

15:51 23.06.2017
მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აზიარებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია აქვს დადებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.



დეკანოზმა კომენტარი გააკეთა ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრების განცხადებაზე, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი იყო მამა გიორგი მამალაძის ზიარებაზე.



„გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. მეუფე იაკობა ბრძანა, რომ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოკტოველმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge