Powered by Jasper Roberts - Blog

17:46 22.06.2017
ფეხსაცმელი, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის (რჩევები)

ზაფხული — საუკეთესო დრო არის ექსპერიმენტებისთვის და თვალშისაცემი ფეხსაცმლის გარეშე, ეს სეზონი უბრალოდ წარმოუდგენელია.


აქ წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ფეხსაცმელს, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა გოგონას, თუ ქალბატონის გარდერობში მოიძებნება. გაეცანით თითოეულის დადებიით და უარყოფით მხარეებს და თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ჩაცმა.

 

ესპადრელები

 

image

 

პლუსი:


მოსახერხებელი და მსუბუქი, კომფორტული თითებთან.

კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს (თუ ფეხსაცმელი ნატურალური ნედლეულისგან არის).

ფეხს არ ტკენს.



მინუსი:


ბრტყელი ლანჩი.

ფეხსაცმლის კონსტრუქცია არ არის საიმედო საყრდენი ფეხის ტერფისთვის.

ადვილად სველდება.

მალე ფუჭდება.

ლანჩები სხეულის წონას ვერ უძლებს და იზეკება.



რჩევა: აირჩიეთ თასმიანი ესპადრელები, სუპინატორით. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის შიდა ფაქტურას (ზოგიერთ მოდელში, ლანჩი ნაპირებში მყარი საფენით არ არის დაფარული და შეიძლება ფეხი გადაგიხეხოთ).

 


პლიმსოლები (კედები)

 

image

 

პლუსი:

 


მსუბუქი.

კომფორტული.

უნივერსალური.



მინუსი:

 

არა აქვს რელიეფური კალაპოტი (კალოდკა).

ბრტყელ ლანჩს არ შეუძლია მიწაზე ქუსლის დარტყმის ამორტიზება, რაც დისკომფორტს უქმნის როგორც ქუსლს, ისე მუხლს.



რჩევა: შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ სუპინატორების არსებობას (საუკეთესო ვარიანტია, თუ ინდივიდუალური, ფეხზე მორგებული, ორთოპედიული ღაბაშები გექნებათ). და კიდევ, ასეთი ფეხსაცმლით ვარჯიში და მთელი სეზონის მანძილზე სიარული, არ შეიძლება.


საუკეთესო ვარიანტია — კედების გამოსაცვლელ ფეხსაცმლად ხმარება ან დღეგამოშვებით ჩაცმა.


«შლოპანცების»

 

image

 

პლუსი:


ადვილია ჩასაცმელად და გასახდელად.

არ ეშინია წყლის და ქვიშის.

მინუსი:


თხელი ლანჩი, სუპინატორის არ არსებობა.

არ იცავს ფეხს დაზიანებისგან.

ფეხი სიარულის დროს იღლება, კუნთების დაჭიმულობის გამო.

აჩენს კოჟრებს თითებს შორის.

 


რჩევა: ამ მოდელის ფეხსაცმელი მხოლოდ პლაჟზე გამოიყენეთ და უპირატესობა მიანიჭეთ ფეხსაცმელს უფრო სქელი ლანჩით.

 

ბალეტკები

 

image

 

პლუსი:

 

 

უნივერსალური.

ადვილად შეიძლება ჩაცმა და გახდა.


მინუსი:


მუდმივი ტარება ბრტყელტერფიანობას იწვევს.

არა აქვს სუპინატორი.

ტერფი სწორედ არ ფუნქციონირებს, რაც მუხლების, თეძოების და ხერხემლის პრობლემებს იწვევს.



რჩევა: ტერფის ტკივილს, ფეხსაცმელში მოთავსებული, უბრალო ორთოპედიული ღაბაშები აგარიდებთ.


ფეხსაცმელი პლატფორმაზე

 

image

 

პლუსი:


სიმაღლის მომატება და ვიზუალურად ფეხის დაგრძელება. ამასთან, ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი.

მინუსი:


ტერფის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძერავებელი აპარატის დარღვევა. ასეთი ფეხსაცმლით სიარულის დროს, სხეულის მთელი სიმძიმე ფეხის წვერებზე გადადის და ტერფის კუნთებს ფუნქცია ეკარგება. ხოლო, წვივის კუნთები მეტისმეტად იტვირთება.

არის ფეხის გადაბრუნების და ტრამვის მიღების დიდი შანსი.



რჩევა: ეს ფეხსაცმელი, მყარ ქუსლიან, კომფორტული ფეხსაცმლით ჩაანაცვლეთ.

 

 

ფეხშიშველი

 

image

 

არ არის რეკომენდირებული, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ფეხშიშველი სიარული. ადამიანის ფეხი არ არის შეჩვეული ბრტყელ ზედაპირზე სიარულს. ამიტომ, ასეთმა ქმედებამ, შესაძლებელია ტერფის დეფორმაცია გამოიწვიოს და ბრტყელტერფიანობის განვითარებას შეუწყოს ხელი.

 

P.S. ფეხის და ხერხემლის კომფორტული მდგომარეობისთვის და საერთოდ, ჯანმრთელობი შენარჩუნებისთვის, რეკომენდირებულია საკუთარი წონის თანაბრად გადანაწილება ფეხის ქუსლსა და ტერფის წინა ნაწილს შორის. ამის მისაღწევად, ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4 სმ-ს. უფრო მაღალი ქუსლის არსებობის შემთხვევაში, დატვირთვის უდიდესი პროცენტი ტერფზე მოდის, რაც ფეხის შეშუპებას და შემდეგში, ამ პრობლემის, უფრო დიდ პრობლემებში გადაზრდა იწვევს.

ავტორ(ებ)ი : intermedia.ge