Powered by Jasper Roberts - Blog

22:33 21.06.2017
წლის სიმღერის გამარჯვებული სტეფანე გახდა

წლის სიმღერის კონკურსში სტეფანემ გაიმარჯვა სიმღერით „დამიბრუნდი“. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება და ქართული სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2017” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მთაწმინდის პარკში გაიმართა.  „ოქროს ტალღა“ წელს მეოთხედ გაიმართა და ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო. საიუბილეო საღამოზე რადიოჰოლდინგის სპეციალური სტუმარი ფრანგი შემსრულე ლი და ინსტრუმენტალისტი, პოპულარული ჯგუფის Modjo–ს ყოფილი სოლისტი იან დესტალი იყო.

 

კონკურსში მონაწილეობას 125 სიმღერა იღებდა, რომელთაგან რჩეულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, ხალხის რჩეული „ოქროს ტალღის“ საიტზე მიცემული ხმების დაჯამებით გამოვლინდა, ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურმა და ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“ კი საკუთარი რჩეულები დაასახელა.

 

„ფორტუნას“ ჰოლდინგის მიერ ორგანიზებულ წლის სიმღერის კონკურსის ჟიურის შემადგენლობა ამგვარი გახლდათ: მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მაცაცო სებისკვერაძე, ზაზა შენგელია, ხატია შამუგია, დათო ფორჩხიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვაჟა დურგლიშვილი და ვალერი მელაძე.

 

გთავაზობთ გამარჯვებულების სრულ ჩამონათვალს:

წლის სიმღერა: სტეფანე – „დამიბრუნდი“ (კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი)

წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე – „მაპატიე“ (კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე და დავით დოიაშვილი)

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ნოდიკო ტატიშვილი – „ფერადი დღე“ (კომპოზიტორი: მაიკო კაჭკაჭიშვილი / ტექსტი: მანანა გურგენიძე)

წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი: „ქართული ხმების კვარტეტი“ – „მეორე ლეგენდა“ (კომპოზიტორი: ნუნუ გაბუნია /ტექსტი: ავთანდილ გელოვანი)

ინტერნეტრჩეული: გია დავითიანი – „ლეგენდა სიყვარულზე“ (კომპოზიტორი მანანა იმედაძე, ტექსტი: გურამ გორდეზიანი)

წლის დებიუტი: ეკუნა – What You Want (კომპოზიტორი და ტექსტი: ეკუნა)

წლის  რიმეიქი: New One-Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)

წლის დუეტი: ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი – „ოქროყანის აღმართი“ (კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი / ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი – „ერთ რამეს გეტყვი“ (კომპოზიტორი: ნათია ზეინკლიშვილი / ტექსტი: მანანა სიამაშვილი)

პრიზი მუსიკის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ნინო ქათამაძე

მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი: ჯგუფი „სახე“

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და პროდიუსინგი: თეონა ჯორბენაძე

რადიო „ფორტუნას“ რჩეული: სტეფანე – „დამიბრუნდი“(კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი)

რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული: „რეზო და ბავშვები“ – „ველოსიპედი“(კომპოზიტორი და ტექსტი: რეზო ბლიაძე)

რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული:  სოფო ბედია – „გელოდი“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ლეილა ლეგაშვილი)

„ავტორადიოს“ რჩეული: New One- Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Gენეტიც ჩოდე)

ტელეკომპანია MusicBox-ის რჩეული: მასტერი – „დამსინა“ (კომპოზიტორი და ტექსტი: მასტერი)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge