Powered by Jasper Roberts - Blog

16:57 21.06.2017
5 მოწყობილობა, რომლებიც ელექტრო ენერგიას გამორთულ რეჟიმშიც წვავს. ეს უნდა იცოდეთ!

ბევრმა თქვენგანმა აქამდე ალბათ არ იცოდით, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები (ტექნიკა) გამორთული რეჟიმის მიუხედავად ელექტრო ენერგიის წვას მაინც აგრძელებენ. რაოდენ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს 5 მოწყობილობა ენერგიის ხარჯვას გამორთულ მდგომარეობაშიც აგრძელებენ, ამიტომ ეცადეთ მუდმივად გქონდეთ ისინი კონტროლის ქვეშ და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ კვებაზე.

 

1. შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა ჩამრთველები როდესაც ელექტრო კვებაზეა დატოვებული, მიუხედავად იმისა არის თუ არა ჩართული მოწყობილობა, ელექტრო ენერგია მაინც იხარჯება და თქვენი მრიცხველი განაგრძობს "ტრიალს". გარდა იმისა, რომ მისი კვებიდან გამორთვით აირიდებთ თავიდან ზედმეტ ხარჯს, ასევე გაუფრთხილდებით ტექნიკას, რომელიც შემთხვევით მოვარდნილი დიდი ძაბვის გამო შეიძლება გადაიწვას.

image

 

2. ტექნიკის ისეთი მოწყობილობები, რომელთაც აქვთ მრიცხველი (თაიმერი), დასრულების მიუხედავად მაინც აგრძელებენ ელექტრო ენერგიის ხარჯვას. ამიტომ მოხმარების შემდეგ უმჯობესია მსგავსი ტექნიკა საერთოდ გამორთოთ კვებიდან.

 

image

 

3. კომპიუტერი და ნოუთბუქი, რომლებიც კვებაზეა დატოვებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩართული არაა, მაინც განაგრძობენ ელექტრო ენერგიის ხარჯვას. ასევე გაზარალებთ ისინი, როდესაც კომპიუტერი ძილის რეჟიმშია, რადგან ენერგია ამ დროსაც ჩვეულებრივად იხარჯება, როგორც ჩართულ მდგომარეობაში.

 

image

 

4. როგორც აღმოჩნდა, როდესაც ტელევიზორს ვთიშავთ სამართავი მოწყობილობით ("პულტიდან"), ის უბრალოდ გადაგვყავს ძილის რეჟიმზე და სინამდვილეში სულაც არ გვაქვს გამორთული, რაც ბუნებრივია ელექტრო ენერგიის უაზრო ხარჯვაა.

 

image

 

5. ციფრული ტელევიზიის კვების ბლოკებიც საგრძნობლად წვავს ელექტრო ენერგიას, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი გადართულია ამ სისტემიდან. ელექტრო ენერგიის წვა კი ამ დროს 5–ჯერ იზრდება.

 

image

ავტორ(ებ)ი : intermedia.ge