Powered by Jasper Roberts - Blog

16:35 21.06.2017
ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი

მო­ზარ­დის მი­ერ მშობ­ლის მკვლე­ლო­ბის და შემ­დეგ, მი­სი მე­გობ­რე­ბის სა­დის­ტურ­მა საქ­ცი­ელ­მა ბევრ ადა­მი­ანს და­ა­კარ­გ­ვი­ნა ჰუ­მა­ნიზ­მი და ისი­ნი მო­ითხო­ვენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­კად­რი­სად, რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად და­ი­სა­ჯონ. რთუ­ლია, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბის მოთხოვ­ნას წინ აღუდ­გე და მო­ზარ­დე­ბის დაც­ვა სცა­დო, რად­გან მა­თი საქ­ცი­ე­ლი მარ­თ­ლაც, ყო­ველ­გ­ვარ ზღვარს ას­ც­და - ამ ახალ­გა­ზრ­დე­ბის მი­ერ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­სას­ტი­კე შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლია. არა­და, მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ზარ­დებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­საც ვერ ჰპა­ტი­ობ­და, ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ეძებ­დ­ნენ გზას, რომ მო­ზარ­დე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეც­ვათ ცუ­დი საქ­ცი­ე­ლის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, ეს ვერ მო­ხერ­ხ­და... 


უკ­ვე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ ოდეს­ღაც ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მა­ზე - რას აკე­თე­ბენ მო­ზარ­დე­ბი მა­შინ, რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს სძი­ნავს? უკ­ვე აღარ მა­ლა­ვენ იმ ფაქტს, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და სა­დის­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლით (ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის წა­მე­ბით, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ადა­მი­ა­ნის წვა­ლე­ბით) ცდი­ლობს იმ ენერ­გი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს...



რა­ტომ უჩ­ნ­დე­ბა მო­ზარდს სურ­ვი­ლი, ცოცხალ არ­სე­ბას ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნოს, სა­საფ­ლა­ო­ზე იაროს და ბუ­დი­დან ღა­მუ­რის მსგავ­სად, მხო­ლოდ ღა­მით გა­მო­ვი­დეს? მა­თი ქმე­დე­ბა არის მარ­თ­ლაც სა­დიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე სექ­ტის ზე­გავ­ლე­ნა თუ უბ­რა­ლოდ, ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­სარ­თო­ბია? რო­გორც უნ­და გა­გიკ­ვირ­დეთ, თა­ვად მო­ზარ­დე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია, წარ­მა­ვა­ლია და ამის გა­მო პა­ნი­კის ატე­ხა არ ღირს. თუმ­ცა, დრო რაც უფ­რო მე­ტად გა­დის, მით უფ­რო ვრწმუნ­დე­ბით, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და მი­ელ­ტ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას და იმის­თ­ვის, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს, გზად ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს, მე­რე კი, რო­ცა ჩიხ­ში მო­ექ­ცე­ვი­ან, ამ ყვე­ლა­ფერს "სექ­ტან­ტო­ბას" აბ­რა­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა­ში უნე­ბუ­რად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ და იქ გო­ნე­ბა გა­და­უტ­რი­ა­ლეს. თუმ­ცა, ამ სექ­ტის შე­ფის ან შეკ­რე­ბის ად­გი­ლის მი­თი­თე­ბა ბევრ მათ­განს უჭირს და ამი­ტო­მაც არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვერ ვხვდე­ბით, ეს რე­ა­ლო­ბაა თუ უც­ნა­უ­რი თა­მა­ში, რომ­ლის გა­მო­ი­სო­ბი­თაც, ახალ­გაზ­რ­დე­ბი თავ­საც საფ­რ­თხე­ში იგ­დე­ბენ და სხვებ­საც პრობ­ლე­მებს უქ­ნი­ან.



გო­გო­ნას, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­საც ახ­ლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, წლე­ბის წინ შევ­ხ­ვ­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მა­შინ ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტის გუ­ლახ­დი­ლო­ბა­ში ეჭ­ვი შე­მე­პა­რა, მაგ­რამ მე­რე მივ­ხ­ვ­დი - ამ ამ­ბავ­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლი არა­ფე­რია და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი ვფიქ­რობ, რომ ახალ თა­ო­ბას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან ირე­ა­ლურ­ში არ გა­და­ი­ნაც­ვ­ლონ და ისე­თი შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვან, რო­მე­ლიც არა მარ­ტო მათ, არა­მედ ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის გარ­შე­მო მყო­ფებ­საც და­ა­ზა­რა­ლებს... ამ გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ეგოდ გა­მეც­ნო, ვიდ­რე შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ჯერ მო­ბი­ლურ­ზე და­მი­მე­სი­ჯა:


"ი­მე­დია არ­სე­ბობ, მე ეგო ვარ, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი. მინ­და იმ მო­ზარ­დებ­ზე გე­ლა­პა­რა­კო, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით, ღა­მეს სა­საფ­ლა­ო­ზე ათე­ვენ. მარ­თა­ლია, ჩე­მი სა­მე­გობ­რო წრე საკ­მა­ოდ ვიწ­როა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას წი­ნათ ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, ყალ­ბე­ბი არი­ან, მე კი ნამ­დ­ვი­ლად ღა­მის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მთვა­რი­სა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ცქე­რით ვტკბე­ბი... თუმ­ცა, ზოგ­ჯერ კა­ტებს ჩვენც ვაწ­ვა­ლებთ, რად­გან სა­ა­მი­სოდ მი­ზე­ზი გვაქვს... და­მი­კავ­შირ­დი და გპირ­დე­ბი, გუ­ლახ­დი­ლი ვიქ­ნე­ბი".
რო­ცა პა­სუ­ხი და­ვუგ­ვი­ა­ნე, და­მი­რე­კა და მკაც­რი ტო­ნით მითხ­რა:


- რა იყო, ჩე­მი გე­ში­ნია და ამი­ტო­მაც არ და­მი­რე­კე თუ უბ­რა­ლოდ, ეს თე­მა არ გა­ინ­ტე­რე­სებს? 
- ვინ ხარ?
- მე ის ვარ, ვინც მარ­თ­ლა ღა­მის ცხოვ­რე­ბით, ღა­მუ­რა­სა­ვით ცხოვ­რობს და არა - უბ­რა­ლო ჯამ­ბა­ზი. იქ­ნებ შემ­ხ­ვ­დე. გპირ­დე­ბი, არა­ფე­რი და­გი­შავ­დე­ბა და ჩემ­თან ლა­პა­რა­კი ალ­ბათ, ცოდ­ვა­შიც არ ჩა­გეთ­ვ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ მინ­და, მე­გობ­რის დღი­უ­რი გად­მოგ­ცე...
თა­ვი­დან მე­გო­ნა, გო­გო­ნა ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლელ­თან და­მი­ბა­რებ­და, მაგ­რამ შევ­ც­დი: პა­ე­მა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ში და­მი­ნიშ­ნა. კი­დევ ერ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ისიც გახ­ლ­დათ, რომ სხვა უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბას მხო­ლოდ გახ­ვ­რე­ტი­ლი ცხვი­რი­თა და ენით (რო­მე­ლიც ცხა­დია, თუ არ და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, არც უჩან­და) იქ­ცევ­და.


ეგო:
- სა­ნამ გა­გეც­ნო­ბო­დი, აქეთ-იქით ისე იყუ­რებ­დი, მივ­ხ­ვ­დი, უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე გო­გო­ნას ეძებ­დი. ასეა?
- რა­ღა და­გი­მა­ლო და, ასეა! 
- მე დღი­სით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­ჯი მაქვს; სა­მა­გი­ე­როდ, სა­ღა­მოს რომ შემ­ხ­ვ­დე, ვერ მიც­ნობ: შა­ვი პა­რი­კი მაქვს, რომ­ლის ტა­რე­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ყუ­რე­საც შავს ვი­კე­თებ და მა­კი­აჟ­საც. ჩე­მი ტა­ნი­სა­მო­სი ღა­მუ­რას ფრთებს მო­გა­გო­ნებთ. მოკ­ლედ, სად­მე რომ შემ­ხ­ვ­დე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რად შე­გე­შინ­დე­ბა, თუმ­ცა არც ისე­თი სა­ში­ში ვარ...



- ასე ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი სად­მე მი­დი­ხარ თუ...

- არა, სარ­კის წინ ვდგე­ბი და სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზით ვტკბე­ბი (ი­ცი­ნის). რა თქმა უნ­და, მივ­დი­ვარ, თა­ნაც - სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც ჩე­მი მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.



- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ერ­თო­ბით?

- ვსვამთ, ვე­წე­ვით, ვლა­პა­რა­კობთ. ჩვენ კითხ­ვა გვიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბით წიგ­ნებ­ზე. ჰო­და, წა­კითხულს ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მძაფ­რ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გვი­ზი­დავს. 
- ზოგ­ჯერ ცხო­ვე­ლებ­საც ვაწ­ვა­ლებ­თო, - მომ­წე­რე.
- მხო­ლოდ კა­ტებს.



- რა­ტომ? ამ ცხო­ველ­მა რა და­გი­შა­ვათ? მი­სი წვა­ლე­ბის პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ?

- არა, ამა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო აბა, რა უნ­და იყოს? უბ­რა­ლოდ, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ კა­ტა უწ­მინ­დუ­რი ცხო­ვე­ლია და თუ მას ისე მო­ვექ­ცე­ვით, რო­გორც უწ­მინ­დურ არ­სე­ბას, მა­შინ ბინ­ძუ­რი აურის­გან სუ­ლი გაგ­ვეწ­მინ­დე­ბა.
- ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე...
- ჰო, ჩვენ რომ გაგ­ვი­გო, ჩვენ­ნა­ი­რი უნ­და გახ­დე (ი­ღი­მის); ჩვენ­ნა­ი­რი რომ გახ­დე, სუ­ლი­ე­რად ძლი­ე­რი უნ­და იყო, ღა­მით სა­საფ­ლა­ო­ზე სი­ა­რუ­ლის არ უნ­და გე­ში­ნო­დეს... ოდეს­მე ღა­მით სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ფილ­ხარ?



- კი, ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, ძა­ლი­ან შემ­ში­ნე­ბია.

- ეს იმი­ტომ, რომ სუ­ლი და გო­ნე­ბა ცუ­დი ფიქ­რე­ბით გაქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი. მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გან­წ­მენ­დი­ლე­ბი ვართ და ამი­ტო­მა­ცაა, რომ არაფ­რის, მათ შო­რის, იმ ქვეყ­ნად გა­და­ბარ­გე­ბი­საც არ გვე­ში­ნია. შენ რომ სუფ­თა იყო, მა­შინ სა­საფ­ლა­ო­ზე ყოფ­ნი­სას კი არ შე­გე­შინ­დე­ბო­და, არა­მედ ამის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებ­დი. იცი, რა კა­ი­ფია, რო­ცა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მარ­ტო ხარ, მოწ­მენ­დილ ცას, ბრჭყვი­ა­ლა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს უყუ­რებ და ლა­პა­რა­კობ შენ­თ­ვის სა­ინ­ტერე­სო თე­მებ­ზე? რო­ცა იცი, რომ ის ად­გი­ლი, სა­დაც იმ­წუ­თას ხარ, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი არაა?! ეს ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როა, სა­დაც შე­გიძ­ლია, მშვი­დად იყო, რად­გა­ნაც ზუს­ტად იცი, რომ იქ არა­ვინ გი­ღა­ლა­ტებს, ცუ­დად არა­ვინ მო­გექ­ცე­ვა, არ დაგ­ცი­ნებს...



- და რო­ცა ასეთ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბით, უც­ნა­უ­რი იმი­ჯი რა­ში გეხ­მა­რე­ბათ?

- ჩვე­ნი ეში­ნი­ათ და ცოდ­ვი­ლე­ბი ახ­ლო­საც არ გვე­კა­რე­ბი­ან...



- ზოგს ჰგო­ნია, რომ შე­ნის­თა­ნე­ბი რო­მე­ლი­ღაც სექ­ტის წევ­რე­ბი არი­ან...

- შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­ნა­ი­რად ჩაც­მუ­ლი ტი­პე­ბი სექ­ტან­ტე­ბიც იყ­ვ­ნენ (თავს ვე­რაფ­რის და ვე­რა­ვის გა­მო ვერ დავ­დებ), მაგ­რამ ჩვენ მარ­თ­ლა არა­ნა­ირ სექ­ტას არ ვცნობთ. ვი­ცით, რომ უფა­ლი არ­სე­ბობს და მი­სი გვწამს, გვე­ში­ნია კი­დეც. უბ­რა­ლოდ, ეგაა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვართ, სან­თელ­საც იშ­ვი­ა­თად ვან­თებთ. სა­მა­გი­ე­როდ გვწამს, რომ უფალს ჩვე­ნი ეს­მის. გუ­ლით მის სიყ­ვა­რულს ვა­ტა­რებთ... მო­დი, ამ თე­მა­ზე ნუ­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ, რა. ეს ერ­თა­დერ­თი თე­მაა, რო­მელ­ზე ლა­პა­რა­კის დრო­საც ვიბ­ნე­ვი...



- ში­ნი­დან ასე უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი რომ გა­მო­დი­ხარ, მშობ­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან ან ღა­მით მარ­ტოს რო­გორ გიშ­ვე­ბენ?

- მათ ჩემ­თ­ვის არას­დ­როს სცა­ლი­ათ. ისიც კი არ იცი­ან, რო­დის სად ან ვის­თან მივ­დი­ვარ. მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ სას­მელ-საჭ­მე­ლი იშო­ვონ, შვი­ლე­ბი კი "ფე­ხებ­ზე ვკი­დი­ვართ"...



- და გყავს თუ - ძმა?

- ძმა მყავს, რო­მელ­საც მა­მი­და­ჩე­მი ზრდის. ისი­ნი სო­ფელ­ში ცხოვ­რო­ბენ. მა­მი­დას შვი­ლი არ ჰყავ­და და ლე­ვა­ნი­კოს გაზ­რ­და ამი­ტო­მაც იკის­რა. ჩე­მი წაყ­ვა­ნაც უნ­დო­და, მაგ­რამ ამის სურ­ვი­ლი თა­ვად არ მქონ­და. უკ­ვე დი­დი ვარ, სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა შე­მიძ­ლია.


- შვი­ლე­ბის მი­მართ გულ­გ­რი­ლო­ბას შე­ნი მე­გობ­რე­ბის მშობ­ლე­ბიც იჩე­ნენ?

- ზო­გი ჩემს დღე­შია, ზოგს კი მარ­თა­ლია, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწე­ვენ, მაგ­რამ ბავ­შ­ვებს მა­ინც თა­ვი­სი გა­აქვთ. ჩვენ სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ველ­დღე არ ვიკ­რი­ბე­ბით; იქ კვი­რა­ში ორ­ჯერ, გარ­კ­ვე­ულ დღე­ებ­ში მივ­დი­ვართ. ჰო­და, კვი­რა­ში ორ­ჯერ სახ­ლი­დან გა­მო­პარ­ვას რა­ღა უნ­და? ბო­ლოს და ბო­ლოს, იტყ­ვი, რომ მე­გობ­რის ოჯახ­ში რჩე­ბი. თან - ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იმიჯს პირ­და­პირ სა­საფ­ლა­ო­ზე იც­ვ­ლის... ამ ხალ­ხის იცი, რა ვერ გა­მი­გია? ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ისე იჯღა­ნე­ბი­ან, გე­გო­ნე­ბა, ეშ­მა­კი და­ი­ნა­ხე­სო. კა­ცო, ეს უბ­რა­ლოდ, იმი­ჯია, თო­რემ ში­ნა­გა­ნად ჩვენც თქვენ­ნა­ი­რე­ბი ვართ, მხო­ლოდ - უფ­რო თა­ვი­სუფ­ლე­ბი, ლა­ღე­ბი და ამავ­დ­რო­უ­ლად, ცხოვ­რე­ბის­გან "დაგ­რუ­ზუ­ლე­ბი"...

 

- სა­ინ­ტე­რე­სოა, 16 წლის მო­ზარ­დი ასე რამ "დაგ­გ­რუ­ზა"?

- ეს ჩემ­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, მაგ­რამ მა­ინც გეტყ­ვი: 2 წლის წინ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მო­მიკ­ვ­და. ჰო­და, სწო­რედ მას მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტე, ასე­თი ცხოვ­რე­ბით მეცხოვ­რა. სხვა­თა შო­რის, ის ნამ­დ­ვი­ლი გო­თი იყო და მი­სი გა­გე­ბა მი­ჭირ­და. ცო­ტა "სტრან­ნი" ტი­პი გახ­ლ­დათ, მაგ­რამ მე მთე­ლი გუ­ლით ვუყ­ვარ­დი. ის რომ მოკ­ვ­და, მის საფ­ლავ­ზე ხში­რად ავ­დი­ო­დი და ვტი­რო­დი. ერ­თხელ დრო­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა დავ­კარ­გე - ისე და­ღამ­და, ვერც გა­ვი­გე. ჰო­და, ჩემს ახ­ლან­დელ მე­გობ­რებს სწო­რედ იმ დღეს ჰქო­ნი­ათ შეკ­რე­ბა. იქ რომ და­მი­ნა­ხეს, გა­უკ­ვირ­დათ და შო­რი­დან მაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მათ ჩემ­მა გულ­წ­რ­ფელ­მა ცრემ­ლებ­მა გუ­ლი მო­ულ­ბო. მო­ვიდ­ნენ და პირ­და­პირ შე­მომ­თა­ვა­ზეს: თუ გინ­და, შე­ნი ტკი­ვი­ლის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი გავ­ხ­დე­ბი­თო. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, თა­ვი­დან მათ­მა იმიჯ­მა მეც და­მაფ­რ­თხო. ისე შე­მე­შინ­და, ჭა­ღა­რაც გა­მიჩ­ნ­და, მაგ­რამ რო­ცა დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სუ­ლე­ბი კი არა, ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, დავ­წყ­ნარ­დი, მე­რე კი მათ შეკ­რე­ბა­საც და­ვეს­წა­რი. მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ ისი­ნი ჩემ­თ­ვის სუ­ლით მო­ნა­თე­სა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ. ჰო­და, მას შემ­დეგ სულ ერ­თად ვართ. და კი­დევ, ცნო­ბი­სათ­ვის, ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს ვი­ღაც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავს გარ­დაც­ვ­ლი­ლი და ამი­ტო­მაც უყ­ვართ სა­საფ­ლა­ო­ზე სი­ა­რუ­ლი. 



- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ერთ-ერთ მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლელ­ში იკ­რი­ბე­ბით...

- ეს ჩვენ ნამ­დ­ვი­ლად არ ვართ. იქ ის მო­ზარ­დე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, რომ­ლებ­საც უც­ნა­უ­რად გარ­თო­ბა უყ­ვართ და რო­გორც ვი­ცი, სულ სხვა­ნა­ი­რი მუ­ღა­მი აქვთ. მითხ­რეს, - იქ ორ­გი­ებს აწყო­ბე­ნო, ეს კი ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. იმ მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლელ­ში სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ირ ცხო­ველ­სა თუ ფრინ­ველს კლა­ვენ, ჩვენ კი მხო­ლოდ კა­ტას, ისიც - უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ ვაწ­ვა­ლებთ, მაგ­რამ არ ვა­წა­მებთ, არ ვატყა­ვებთ. მოკ­ლედ, მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ში­შე­ბი ვართ. მათ შე­უძ­ლი­ათ "და­საბ­რე­დად" ადა­მი­ა­ნიც გა­ი­მე­ტონ, ჩვენ კი ყვე­ლა გვიყ­ვარს. უფ­რო მე­ტიც - ვცდი­ლობთ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვუ­წი­ოთ...



- მა­გა­ლი­თად?

- ამას წი­ნათ სა­საფ­ლა­ოს­თან გო­გო­ნა იდ­გა და მათხოვ­რობ­და. შეგ­ვე­ცო­და, რად­გან ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო და ხელ-ფე­ხი სი­ცი­ვის­გან ჰქონ­და და­წით­ლე­ბუ­ლი. ვთხო­ვეთ, თა­ვი­სი სახ­ლი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და ეთ­ქ­ვა, იქ ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მხო­ლოდ ლო­თი მა­მა ჰყავ­და. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გო­გო­ნა ერთ კე­თილ ქალს ჩა­ვა­ბა­რეთ. ჰო­და, ახ­ლა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ამ გო­გო­ნას­თ­ვის შე­წი­რუ­ლო­ბას აგ­რო­ვებს... ჩვენ და იმ მო­ზარ­დებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იმა­ში­ცაა, რომ ჩვენ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არ ვართ, ისი­ნი კი "სას­ტავ­ში" ახალ­მი­სულს უსას­ტი­კეს გა­მოც­დას უწყო­ბენ... მოკ­ლედ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და ის­წავ­ლოს იმის გარ­ჩე­ვა, თუ ვინ ვი­ნაა; რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ემოს, გოთს, პანკს და ა.შ. შო­რის, თო­რემ სხვე­ბის გა­მო ჩვენც ვი­ჩაგ­რე­ბით.
მოკ­ლედ, გა­სა­გე­ბია, რომ იმ მო­ზარ­დებს, რომ­ლებ­საც სა­საფ­ლა­ო­ზე სი­ა­რუ­ლი იზი­დავთ, სა­ერ­თო ტკი­ვი­ლი, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა აკავ­ში­რებთ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მივ­ხ­ვ­დი, ეს ღა­მის ცხოვ­რე­ბა და სა­დის­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბი რა­ღა სა­ჭი­როა? რი­სი დამ­ტ­კი­ცე­ბა სურთ მო­ზარ­დებს ან ვის უწე­ვენ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას?.. იქ­ნებ თქვენ გაქვთ ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი? მა­შინ დაგ­ვი­კავ­შირ­დით...
ჩვენ რამ­დე­ნი­მე მო­ზარდს და­ვუ­კავ­შირ­დით და და­ვუს­ვით კითხ­ვა: აქვთ თუ არა ინ­ფორ­მა­ცია ახალ­გაზ­რ­დუ­ლი, ე.წ. სექ­ტე­ბის შე­სა­ხებ და მა­თაც თუ მი­უ­ღი­ათ რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში გა­წევ­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბა?



ნი­ნო, მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი:

- ვი­ცი, რომ ბევ­რი ჩე­მი თა­ნა­ტო­ლია გა­წევ­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტა­ში, მაგ­რამ სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ჩემ­თ­ვის მსგავ­სი რამ არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ გა­რეგ­ნუ­ლად არაფ­რით გა­მო­ვირ­ჩე­ვი. იმათ­მა იცი­ან, ვის უნ­და "ჩა­ავ­ლონ". თუ ცო­ტა სუს­ტი და "დაგ­რუ­ზუ­ლი" ხარ, ე.ი. შე­იძ­ლე­ბა შე­ნი მი­ღე­ბა სა­მე­გობ­რო­ში, სხვა­ნა­ი­რად კი შე­საძ­ლოა, "ჩამ­შ­ვე­ბი" გახ­დე და ეს არა­ვის აწყობს... ჩემს მე­გობ­რებ­საც არ შეჰ­ქ­მ­ნი­ათ ასე­თი პრობ­ლე­მა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ნაც­ნო­ბი გვყავს, ვი­საც გო­ნე­ბა­ში რა­ღაც ვერ აქვს კარ­გად და ვეჭ­ვობთ, "გვი­რა­ბებ­ში" დაძ­ვ­რე­ბი­ან. იცით, მარ­თ­ლა ღა­მუ­რე­ბი­ვით არი­ან: უჭირთ სა­უ­ბა­რი ახალ­გაც­ნო­ბილ­თან. შე­იძ­ლე­ბა, ერ­თ­ნა­ი­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გვქონ­დეს და ლა­პა­რა­კის აწყო­ბა ამ თე­მით ვცა­დოთ, მაგ­რამ "ჩა­კე­ტი­ლე­ბი" არი­ან, ახ­ლოს არ გიშ­ვე­ბენ, უც­ნა­უ­რად გი­ყუ­რე­ბენ. ასე­თებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძნე­ლია და სურ­ვი­ლიც არ გაქვს, მათ­ნა­ი­რი იყო. მირ­ჩევ­ნია, ბავ­შ­ვო­ბა ლა­ღი მქონ­დეს და არა - დაღ­ვ­რე­მი­ლი.



ირაკ­ლი, მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი:

- ასეთ ადა­მი­ა­ნებს არ ვიც­ნობ. მგო­ნია, რომ სექ­ტე­ბი და რა­ღაც მსგავ­სი თავ­შე­საფ­რე­ბი გა­მო­გო­ნი­ლი რამ არის. ეს ვი­თომ ემო­ე­ბი, გო­თე­ბი, პან­კე­ბი და სექ­ტან­ტე­ბი ილუ­ზი­ებ­ში ცხოვ­რო­ბენ და ზღაპ­რებს ჰყვე­ბი­ან. ახ­ლაც, არ მჯე­რა, რომ რა­ი­მე რი­ტუ­ალს შე­ე­წი­რა ის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლიშ­ვილ­მა გა­მო­ა­სალ­მა სი­ცოცხ­ლეს (ი­სიც სა­კითხა­ვია, შვილ­მა მოკ­ლა თუ მის­მა რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარ­მა). მგო­ნია, რომ უბ­რა­ლოდ, ახალ­გაზ­რ­დე­ბის გარ­თო­ბას შე­ეს­წ­რო, რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა და ამი­ტო­მაც მოკ­ლეს. ის კი, ვინც თქვა, რომ ქალ­ბა­ტო­ნის ხორ­ცი გა­სინ­ჯა, მგო­ნი შეშ­ლი­ლია, თა­ნაც ისე­თი - პო­პუ­ლა­რო­ბა რომ სურს. სხვას ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.



გიო, მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი:

- ხში­რად დავ­დი­ვარ კლუბ­ში, ვიც­ნობ გა­რეგ­ნუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც, ზოგს ცხვირ­ზე აქვს სა­ყუ­რე, ზოგს ენა­ზე, ტა­ტუ­ე­ბი­თაც მო­ხა­ტუ­ლი აქვთ მთე­ლი სხე­უ­ლი, მაგ­რამ ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, სხვე­ბის­გან არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სუნ­თ­ქა­ვენ, უყ­ვართ, მსჯე­ლო­ბენ და სხვა­თა შო­რის, წიგ­ნებ­საც კითხუ­ლო­ბენ. უწიგ­ნუ­რი და გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი - ჩვე­უ­ლებ­რივ, სხვე­ბის­გან გა­რეგ­ნუ­ლად არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საც ხომ არი­ან? რაც შე­ე­ხე­ბა სექ­ტან­ტებს - აზ­რ­ზე არ ვარ, ვინ არი­ან. მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად შემ­ხ­ვედ­რი­ან და არც რა­ი­მე შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბიათ. სექ­ტა - უბ­რა­ლოდ კარ­გად ჟღერს და რო­ცა ვი­ღა­ცას ცუდ რა­ი­მე­ში გა­მო­ი­ჭე­რენ, მე­რე ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა­ში ყო­ფი­ლან გა­წევ­რე­ბუ­ლი და მა­თი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლი ამან გა­ნა­პი­რო­ბაო. მა­სე, მე და ჩემს მე­გობ­რებ­საც გვაქვს სექ­ტა, სა­ხე­ლად - გარ­თო­ბის­მოყ­ვა­რულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ვართ ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი და შე­საძ­ლოა, ამის გა­მოც არ მოვ­დი­ო­დეთ ვი­ღა­ცას თვალ­ში...

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge