Powered by Jasper Roberts - Blog

15:42 21.06.2017
როგორ გავიწმინდოთ სახე სახლის პირობებში

ნებისმიერი ტიპის სახის კანს ჭირდება ყოველდღიური მოვლა. განსაკუთრებით გაზაფხულზე. ამ დროს კანი ,,დაღლილია,, სიცივისა და მზის შუქის ნაკლებობის გამო და განსაკუთრებული კვება ჭირდება.

ვიდრე სხვადასხვა ნიღბებს გაიკეთებდეთ, აუცილებელია სახის კანის საუძვლიანი გასუფთავება. სახის გაწმენდისათვის, ყოველთვის არ არის აუცილებელი კოსმეტოლოგთან ვიზიტი. თუ განსაკუთრებით პრობლემური კანი არა გაქვთ, ზოგჯერ სახის გასუფთავება შინაურ პირობებშიაც შესაძლებელია.

გთავაზობთ ძალიან მარტივ ხერხს, სახლის პირობებში სახის გაწმენდისათვის.

აიღეთ ჯამი, დაასხით ზედ ადუღებული წყალი. ჩაყარეთ 1 ს/კოვზი გამხმარი გვირილა (იყიდება აფთიაქებში).

დაბანილი და უმაკიაჟო სახე დაიორთქლეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სიმინდის ფქვილს შეურიეთ საჭმელი სოდა და კარგად აურიეთ. ხელზე დაიყარეთ ფქვილი და რამდენიმე წვეთი ლიმონი დააწვეთეთ. დაორთქლილ სახეზე, ფქვილი წრიული მოძრაობით შეიზილეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შუბლისა და ცხვირი მიდამოებს.

სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი ცივი წყლით დაიბანეთ. 
გაიმშრალეთ კანი და დამატენიანებელი სახის კრემი წაისვით. ნახევარ საათში, კიდევ გადაისვით კრემის თხელი ფენა. გაწმენდის შემდეგ, კანის გამოშრობა რომ თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია მისი დატენიანება.

პროცედურა რეკომედებულია 3-4 კვირაში ერთხელ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge