Powered by Jasper Roberts - Blog

15:39 21.06.2017
მონარქი მეზობლად? - საქართველოს სულიერი ლიდერის წინადადებას მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 20 ივნისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=62738#.WUoYMYqQzs0

 

ძალზე საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოს კათოილიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გასულ კვირას თბილისში, წმინდა სამების ტაძარში გამართული ქადაგების დროს: „იქნებ გვეფიქრა ხელისუფლების ისეთი ფორმის შემოღებაზე, როგორიცაა საკონსტიტუციო მონარქია. მას ქვეყანაში სიმშვიდის მოტანა შეუძლიაო“. საერთოდ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის სულიერი მოძღვარი ასეთი წინადადებით პირველად არ გამოდის. გავიხსენოთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ეს იდეა საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ილია მეორის ინიციატივით მოძებნეს და თბილისში ჩაიყვანეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უკანასკნელი შთამომავლები და ისინი ერთმანეთზე დააქორწინეს. შემდეგტახტის მემკვიდრეცდაიბადა - მადრიდში, სადაც მამამისის წინაპრები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ამ თემამ უკანა პლანზე გადიწია, მაგრამ ახლა კვლავ აქტუალური გახდა. იბადება კითხვა:  რატომ?

 

საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია?, -  მიმართა ილია მეორემ მრევლს და გაახსენა, რომ უწინ საქართველოს მეფე მართავდა, -  „დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში“.

 

საინტერესოა, რომ პატრიარქის ამ წინადადებაზე მმართველმა პარტიაქართულმა ოცნებამსწრაფად მოახდინა რეაგირება: პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიაქრის წინადადებას საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობა აუცილებლად განიხილავსო. მას კვერი დაუკრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც და ხაზი გაუსვა, რომ ამ ფორმის მმართველობას იგი პირადად პოზიტიურად მიიჩნევს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებს არც ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ ჩამორჩა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო მონარქიის შემოღება, ალბათ, დადებით როლს შეასრულებს ქვეყნის განმტკიცებაში. ეს შეიძლება ხვალ-ზეგ არ მოხდეს, მაგრამ დადგება დრო, როცა იდეა განხორციელდებაო. „საკითხი ძალიან სერიოზულია, რადგან პატრიარქი ამას უკვე მეორედ ითხოვს“,  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

და მაინც, სიტუაციის სერიოზულობა ყველასათვის გასაგები მაინც არ არის. თუ ილია მეორე ამას უკვე არაერთხელ ითხოვს, მაშინ საკონსტიტუციო მონარქია იქნებ მისი პირადი იდეფიქსია? მაგრამ მაშინ რატომ დაუჭირეს მხარი სასწრაფოდ ხელისუფლების ასეთ ფორმასქართული ოცნებისმაღალჩინოსნებმა? რაიმე ინტერესი ხომ არ აქვს ამაში საქართველოსჩრდილოვან მმართველბიძინა ივანიშვილს?

 

პოლიტოლოგი თენგიზ აბლოთია პატრიარქის განცხადებაში რაიმე სარჩულის ძებნას ზედმეტად მიიჩნევს: „მასში არანაირი დაფარული აზრი არაა. პატრიარქი დროდადრო გამოდის ხოლმე სხვადასხვა ინიციატივებით, მათ შორის აშკარა სულელურითაც. ილია მეორის მაღალი რეიტინგის გათვალისწინებით, მას ყველა მთავრობა ეთანხმება და თავს უქნევს -  „პატრიარქი ბრძნული ინიციატივით გამოდის და ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთო“. ორიოდე დღის შემდეგ კი, ამ რიტუალურ სიტყვებს ყველა სწრაფად ივიწყებს და მონარქიაზე აღარ ფიქრობენ. ახლაც ასე იქნება. ეს ყველაფერი სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, - განაცხადა პოლიტოლოგმა „Каспiй»- კორესპონდენტთან საუბრისას.

 

სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი აქვს კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსს გელა ვასაძეს:

 

ვერ ვიტყვით, რომ საკონსტიტუციო მონარქიის იდეა პატრიარქის იდეაფიქსია. რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი იქნება. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა: 1810 წლისათვის საქართველოს დამპყრობმა რუსეთის იმპერიამ ქართული მონარქიაც გააუქმა და პატრიარქობაც. იმერეთის მეფე სოლომონი, როცა გაძევებული იყო, მაინც არ წყვეტდა ბრძოლას და სიცოცხლის ბოლო დღემდე ცდილობდა ქართული სამეფოს აღდგენას. ასე რომ, ზღაპრები რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს საკუთარი ნებით შესვლის თაობაზე იმას სჯერა, ვისაც სურს, რომ სიტუაცია სწორედ ასე იყოს.

 

1918 წელს ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია) აღიდგინა. აღდგა პატრიარქობაც. ცხადია, ყველა პატრიარქს მონარქის ტახტის აღდგენაც სურს. რელიგიური თვალსაზრისით, ეს სწორია, თუმცა არიან ისინიც, ვინც ამ იდეას არ ეთანხმება.

 

რატომ დაიწყეს ამაზე საუბარი დღეს? ესეც იოლად აიხსნება: როგორც კი ხელისუფლება კრიზისში ვარდება, პატრიარქი ამ იდეას აჟღერებს. ასე იყო 2007 წლის შემოდგომაზეც, ასეა ახლაც. იქნება რეალიზებული საკონსტიტუციო მონარქიის იდეა? ამ ეტაპზე არ იქნება.. მიზეზი ისაა, რომ საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენა ოლიგარქული მმართველობისთვის საფრთხეს წარმოადგენს - თუ, რა თქმა უნდა, მონარქი თავის თავს ხალხის ნაწილად მიიჩნევს. მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპრებია, მმართველი კლასი ამას არასოდეს არ დაუშვებს“.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge