Powered by Jasper Roberts - Blog

15:22 20.06.2017
თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა - „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“

თეატრალური სეზონის ბოლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას სთავაზობს. 23 და 24 ივნისს 19:00 საათზე, დიდ სცენაზე, წარმოდგენილი იქნება  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ რამდენიმე ნაწარმოები გააერთიანა: „ ჭინკები“, „ მონატრება“, „სისხლი“, „ნუ გეშინია, დედა“, „ დედა“, „ მზიანი ღამე“ და „ მარადისობის კანონი“. სპექტაკლში მოქმედების დრო და ადგილი განზოგადოებულია.


სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის მხატვარმა ანკა კალატოზიშვილმა შექმნა ორიგინალური და საინტერესო სცენოგრაფია და კოსტიუმები. მუსიკალური გაფორმება დავით თავაძეს ეკუთვნის. სასცენო მოძრაობაზე პაატა მხეიძემ იმუშავა.


მონაწილეობენ: ნინო არჩაია, სოფო ახუაშვილი,ხატია მელქაძე, ანი მღებრიშვილი, თამარ ტყემალაძე, ასმათ ქურციკიძე, ეკატერინე შარიქაძე, ლიკა შუკაკიძე, ქეთი ჩაჩუა, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, თამარ ჭანუყვაძე, ვასილ ამურველაშვილი, ვახტანგ ახალაძე, ნიკლოზ ბოგვერაძე, მერაბ ბრეკაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, რატი გოგუაძე, ლაშა გრძელიძე, ნიკა კვანტალიანი, პაატა კიკვაძე, გიორგი მაისურაძე, ბესო მეგრელიშვილი, რატი ნავაძე, თორნიკე ქინქლაძე, ნუგზარ ყურაშვილი, გაგა შიშინაშვილი, გიორგი ჯიქურიძე.


 

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge