Powered by Jasper Roberts - Blog

16:21 19.06.2017
ლეონარდო დიკაპრიომ საჩუქრად მიღებული "ოსკარი" გამოძიებას გადასცა

ოსკაროსან მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს, მისთვის ნაჩუქარი ოსკარის ქანდაკების სამართალდამცავებისთვის გადაცემა მოუწია.


საქმე ეხება, ქანდაკებას, რომელიც ლეოს ფილმ "The Wolf of Wall Street"-ის მგლების საპრდოიუსერო კომპანია Red Granite-სგან , ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ, აღნიშნული კომპანია კი აშშ-ის მიერ დაფინანსებული მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ძარცვაშია ეჭვმიტანილი.

 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობითვე, კომპანიამ ფონდიდან 100 მილიონი დოლარი მოიპარა, რაც The Wolf of Wall Street-ის გადაღებებს მოხმარდა.

 

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, დიკაპრიოს კომპანიამ საჩუქრად ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელიც, 1954 წელს, მსახიობმა მარლონ ბრანდომ მიიღო და მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს ეკუთვნოდა.

 

ლეონარდო დიკაპრიოს აგენტის თქმით, მსახიობმა გამოძიებას სხვა ნივთებიც გადასცა, რომლებიც ასევე საჩუქრად სხვადასხვა საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზებისთვის მიიღო.

 

ფილმი „უოლ სტრიტის მგელი“ ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ლეოანრდო დიკაპრიო ასრულებს, რეჟისორი კი მარტინ სკორსეზეა. ფილმი ოსკარის ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის „წლის საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge