Powered by Jasper Roberts - Blog

13:04 17.06.2017
საბერძნეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის 8 ქართველი დააკავეს (ფოტოკოლაჟი)

საბერძნეთის პოლიციამ 8 ქართველი დააკავა. მათ შორის შვიდი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ერთი – უკრაინის. ისინი სახლებისა და მაღაზიების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ვინაობას და ფოტოებს ადგილობრივი მედია, პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, დაკავებულები შეირაღებულ თავდასხმებს ახორციელებდნენ. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დაკავებულებიდან  4 მამაკაცია და 3 — ქალი.


1. ახალაძე ამირანი დაბადებული- 1979 წელს

 

 


1

2. სვანიძე გოგი დაბადებული – 1973 წელს ვანში
2

3. ახალაძე თამარი დაბადებული – 1959 წელს
3

4. ფხაკაძე ნათელა დაბადებული -1977 წელს
4

5. გოგოლაძე გულნაზი დაბადებული – 1984 წელს
6

6. ჩიქოვანი მირიანი დაბადებული – 1984 წელს
5

7. ონიანი ხვიჩა დაბადებული – 1975 წელს

8. ცხვედიანი ლაშა დაბადებული – 1976

7

ათენის უსაფრთხოების ქვეგანყოფილებამ დანაშაულებრივი დაჯგუფება 2017 წლის 5 ივნისს დააკავა.
წაყენებული ბრალდებები ეხება შემდგომ კონკრეტულ დანაშაულობებს: ძარცვა, მკვლელობის მცდელობა, უკანონოდ იარაღის ტარება, ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელება, დანაშაულებრივი ფორმირების შექმნა და ა.შ.
„კვირა“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორ(ებ)ი : ,,კვირა