Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:07 16.06.2017
საქართველოში პირველ საერთაშორისო ბლუზფესტივალს ჩიკაგოელი ბლუზდივა შერონ ლუისი გახსნის

შაბათს, 2107 წლის 17 ივნისს, საღამოს 7 საათზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, სასტუმრო კომპლექს „ბიოიარდის" ეზოში, ე.წ. „ბლუზვილიჯში" საზეიმოდ იხსნება საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი. საფესტივალო პროგრამა მოიცავს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ბლუზმენთა შესრულებით 17 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას გამართულ კონცერეტებსა და ჯემსეიშენს. თემატურად შეირჩა ფესტივალის სლოგანი:  ბლუზი, ღვინო და... ჩვენ! 


პირველი კონცერტით წარდგება  ჩიკაგოელი ბლუზ-დივა, ბოლო წლების მანძილზე Chikago Blues Festival-ის ჰედლაინერი, შერონ ლუისი, რომელიც 2012 წლის ობამას მხარდამჭერ კონცერტში ათ Blues Mama-ს შორის ერთერთი გამორჩეული შემსრულებელი იყო. მისი უნიკალური ხმა მუსიკალურ სამყაროში მსოფლიოს მე-8 საოცრებად აღიარეს. 


ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია სასტუმრო „ბიოიარდის" მფლობელი, ვიქტორ კერვალიშვილი, რომელმაც ბლუზის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩამოაყალიბა  საქართველოს ბლუზმენთა ლოჟა. ვეტერანი ბლუზმენებისადმი პატივისცემის ნიშნად გახსნის ცერემონიალზე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან ცნობილი ქართველი შემსრულებლები.  ღონისძიების ერთერთი მხარდამჭერი ღვინო „ბადაგონი" სახელობით სასაჩუქრე ნაკრებს გადასცემს უცხოელ შემსრულებლებს. 18 ივნისს „მოდერნ ბლუზ ბენდთან ერთად გაიმართება ჯემსეიშენი.

   

ფესტივალის დანიშნულებაა მსმენელისთვის ხარისხიანი მუსიკის მიწოდება და კახეთის რეგიონში ტურისტული პოტენციალის გაზრდა. ფესტივალი ტარდება ღია ცისქვეშ, გარემო კომფორტულად არის მოწყობილი ყველა სტანდარტის დაცვით.  შემოსვლა იწყება 17:00-დან.  ტერიტორიაზე მუშაობს ბარი, გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები და ფესტივალის ატრიბუტიკით დამშვენებული სუვენირები.


ფესტივალს მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაცია, კერძო კომპანიები. საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია „სევენთ".

 

sharon lewis

Sharon Lewis (შერონ ლუის) ერთერთია იმ 10 სახელგანთქმულ სოლისტთა შორის, ვინც მონაწილეობდა 2012 წლის უნიკალურ კონცერტში Blues Mamas for Obama. მის ხმას ადარებენ ისეთ ცნობილ ვოკალისტებს, როგორიცაა Aretha Franklin, Etta James, Koko Taylor სხვა ბლუზ-დივების მსგავსად, მან სიმღერა ლაპარაკზე ადრე დაიწყო. უკრავდა თავის პატარა წითელ ტამბურინზე და დებთან ერთად მღეროდა გოსპელს (სასულიერო-ქრისტიანული მუსიკალური ჟანრი) ეკლესიაში. ტეხასიდან ჩიკაგოში გადასვლის შემდეგ გოსპელთან შერწყმული დელტა-ბლუზით (ქანთრი ბლუზის ერთერთი ადრეული რეგიონული ვარიაცია), ტეხასური და ჩიკაგოს ბლუზ-სკოლების გავლენით მისი საშემსრულებლო მანერა საოცრად გამორჩეული გახდა.  


შერონი  უკვე რამდენიმე წლის მანძილზე Chicago Blues Festival-ის ჰედლაინერია და ჩიკაგოს  მთავარი ბლუზ-კლუბების  Buddy Guy's Legends და Rosa's loungeრეზიდენტი შემსრულებელი. 2009 წელს Sharon Lewis &Texas Fire შევიდა ტოპ 15 ამერიკის საუკეთესო ბლუზ ჯგუფებში, პრესტიჟულ ჟურნალ Blues Revue-ს მეშვეობით 2011 წლის ალბომმა The Real Deal საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში შერონი სცენაზე გამოდის ბლუზისა და სოულის ისეთ ლეგენდებთან ერთად, როგორიცაა Koko Taylor, Son Seals, Denise LaSalle, Robben Ford, Coco Montoya, Billy Branch, Melvin Taylor, Sugar Blue, Mumford & Sons და მრავალი სხვა. შერონ ლუისმა გასტროლებით ნახევარი მსოფლიო შემოიარა და 2017 წლის ივნისში საქართველოს ეწვევა. ლაგოდეხში, „ბლუზვილიჯის" ღია სივრცეში პირველად გაიჟღერებს მისი შეუდარებელი ხმა. 

 

  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge