Powered by Jasper Roberts - Blog

15:30 15.06.2017
4 მარტივი გზა იმისთვის, რომ თქვენი კანი იდეალურად გამოიყურებოდეს

1. წაისვით ყინული - ყინულის პროცედურები ხშირად არასასიამოვნოა, თუმცა ღირს იმ ეფექტის მისაღწევად, რაც მას აქვს. ის ჭიმავს კანს და ხავერდოვანს ხდის. ამასთანავე ებრძვის აკნეს და უკეთ დაძინებაშიც კი დაგეხმარებათ.


2. მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანები  - თქვენ ალბათ ამჩნევთ თუ როგორ იცვლება თითის ბალიშების მდგომარეობა ხანგრძლივი აბაზანის შემდეგ. ზღვის აბაზანები კი ხელს უშლის სინოტივის დაკარგვას, დეჰიდრატაციას და არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი პროცედურა კანის მოვლასთან დაკავშირებით. 

 

3. მიიღეთ ანტიასაკობრივი ვიტამინები - კანისთვის საჭიროა ვიტამინებით მომარაგება, რათა ასაკის მატებასთან ერთად შეინარჩუნოს თავისი ძალა. მხოლოდ კრემები და სხვადასხვა კოსმეტიკა არ იქნება საკმარისი იდეალური კანისთვის, თუკი ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტს განიცდის. 

 

 

4. გაიკეთეთ მასაჟები - არაფერი მოქმედებს თქვენს კანზე უფრო ცუდად, ვიდრე სტრესი და დაღლილობა. ამიტომ რეკომენდირებულია დღის ბოლოს ან შესვენებისას გაიკეთოთ მასაჟი კისრის მიდამოებში, სახის კანზე და ხერხემლის სუსტ ადგილებში. სასურველია მიმართოთ პროფესიონალ მასაჟისტებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge