Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:12 15.06.2017
ლონდონის ტრაგედიის ადგილზე მისული ადელი დაზარალებულების დახმარებას ცდილობდა (ფოტო)

14 ივნისს დასავლეთ ლონდონში, 24-სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე 200 მეხანძრე მუშაობდა. ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, როდესაც შენობაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ეძინა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში ასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ოცის მდგომარეობა კრიტიკულია.

გუშინ, როდესაც მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობასა და ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ, ტვიტერზე მომღერალ ადელის ფოტოები გამოჩნდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებისთვის დახმარებას ცდილობდა. ფოტოები საკმაოდ ემოციურია, ბრიტანელი ვარსკვლავი ცრემლებს ვერ იკავებს.

ავტორ(ებ)ი : http://fortunaplus.ge