Powered by Jasper Roberts - Blog

15:42 14.06.2017
"წერილის წაკითხვის შემდეგ, თვალები ცრემლებით ამევსო... მას შემდეგ სულ თან დამაქვს..."-შოთა არველაძე

ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში 13 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რეინჯერსის შემადგენლობაში, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ვითამაშე. ზაფხულიდან მოყოლებული ტრავმით ვთამაშობდი, რადგან ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლი ვიტკინე. მანჩესტერთან თამაშის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ოპერაციის გაკეთების გარეშე, ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი.

 

ახალ წელს უხასიათოდ შევხვდი, თუმცა ტრავმის მიუხედავად რეინჯერსმა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გამიხანგრძლივა. 2004 წლის იანვარში, გლაზგოში აჩი ჩამოვიდა. ცოტა ხნით ჩემთან იყო, იცოდა, მიჭირდა და ტკივილებით ვთამაშობდი. სელტიკთან თამაში გველოდა, სწორედ ამ მატჩის შემდეგ უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. თბილისში წასვლის წინ აჩიმ წერილი დამიტოვა.

 

„შო, აბა შენ იცი, ვილოცებ რომ ოპერაცია არ დაგჭირდეს, იქნებ უოპერაციოდ მოგირჩეს. თუ მაინც დაგჭირდება, ამსტერდამში მეც ჩამოვალ. ძალიან მაგრად მიჭირს თბილისში უშენოდ, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად! საღამოს დაგირეკავ, აჩი.

 

17 იანვარი, 2004 წელი, დილის 03:45 სთ..."

 

აჩი თბილისში ძალიან ადრე მიფრინავდა და აღარ გამაღვიძა, ეს წერილი დილით, მაგიდაზე ვნახე. წერილის წაკითხვის შემდეგ, თვალები ცრემლებით ამევსო. მას შემდეგ სულ თან დამაქვს..." - წერს შოთა არველაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge