Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:06 13.06.2017
ანჯელინა ჯოლის ახალი მეზობლები ვარსკვლავის საქციელის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

მთელი გასული კვირის მანძლზე, ანჯელინა ჯოლი ახალ სახლში გადასვლით იყო დაკავებული, რომელიც ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან ახლოს მდებარეობს. 



თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლოგლინ პარკის რაიონის ყველა მცხოვრებს ვარსკვლავის იქ გადასვლა სულაც არ ახარებს.



წყაროს ცნობით, ბევრი წინააღმდეგია, რომ ამ მასშტაბის ვარსკვლავი მათ მეზობლად ცხოვრობდეს: "ადგილობრივი მოსახლეობა ანჯელინას მიმართ საკმაოდ უარყოფითადაა განწყობილი. ახლა რაიონის ყველა გზა, ათეულობით სატვირთო მანქანითაა გადაკეტილი, რომლითაც მსახიობის ავეჯი გადააქვთ. მოძრაობა თითქმის მთლიანადაა პარალიზებული. 

გარდა ამისა, ანჯელინამ სახლის წინ მდებარე ბაღის გადაკეთება გადაწყვიტა, ამიტომ მებაღეები მთელი დღის მანძილზე მუშაობენ და ხმაურობენ".


ბევრი მიიჩნევს, რომ ჯოლისა და პიტის შვილები შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს, რადგან გარშემო მყოფების აზრით, ისინი სათანადოდ აღზრდილები არ არიან და სიმშვიდეს დაარღვევენ: 



"ისინი მშობლებთან ერთად გამუდმებით მოგზაურობდნენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სათანადო აღზრდისა და განათლებისთვის დრო და ადგილი არ ჰქონდათ. ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ ჩვენს შვილებზე ცუდ გავლენას მოახდენენ" - გამოტყდა ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.



შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლის სასახლე მანამდე ლეგენდარულ ამერიკელ რეჟისორს, სესილი დემილიუს ეკუთვნოდა და 25 მილიონ დოლარადი ღირდა.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge