Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:34 13.06.2017
"როდესაც ორი ადამიანი ერთ ჭერს, ერთ საძინებელს და საჭმელს იყოფს, ის ჩემი აზრით ოჯახია"-თამუნა მუსერიძე ჯემალ ღაღანიძეს პასუხობს

თამუნა მუსერიძის და სანდრო მიკუჩაძის გაშორების გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. წყვილი ამ თემაზე არ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მიკუჩაძემ უკვე იპოვა ახალი სიყვარული. 



სანდრო მიკუჩაძის ბაბუამ, ჯემალ ღაღანიძემ ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში სანდროს და თამუნას ოჯახის დანგრევის შესახებ ისაუბრა. ღაღანიძემ განაცხადა, რომ მათ უბრალოდ მისვლა-მოსვლა ჰქონდათ ერთმანეთთან და წყვილს ოჯახი არც ჰქონია. 



"რეიტინგი" თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა.



- თამუნა, სანდროს ბაბუამ განაცხადა რომ თქვენც არც გქონდათ ოჯახი, წაიკითხეთ მისი ინტერვიუ?



- ჩვენ არც ხელი გვქონდა მოწერილი და არც ჯვარი გვქონია დაწერილი. ნახევარი საქართველო ასე ცხოვრობს და არ მგონია, მათ ოჯახებს ოჯახები არ ერქვას. 



როდესაც ორი ადამიანი ერთ ჭერს, ერთ საძინებელს და საჭმელს იყოფს, ის ჩემი აზრით ოჯახია. 



თუმცა ბატონი ჯემალი მართალია. ოჯახი მაშინაა ოჯახი, როდესაც ერთმანეთს გაჭირვების დროს გვერდში უდგას და ერთგულება და დახმარება ცალმხრივი არაა.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge