Powered by Jasper Roberts - Blog

13:58 10.06.2017
კიანუ რივზი საცხოვრებლად რუსეთში გადადის

რამდენიმე დღის წინ, კიანუ რივზი პეტერბურგის ქუჩებში გამოჩნდა, ის მონაწილეობას იღებს ფილმის "Сибирь" გადაღებებში. 



მალე ჰოლივუდის მსახიობს რუსეთის დედაქალაქში კიდევ უფრო ხშირად ვიხილავთ. 



ის ფილმში "პეპი" მონაწილეობას დათანხმდა, რომლის სიუჟეტი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის წიგნის, "პეპი გრძელიწინდა" მიხედვით ვითარდება. 



რივზი მთავარი გმირის მამის როლს შეასრულებს. ამის შესახებ პროდიუსერი ალექსეი პეტრუხინი აცხადებს.



მსახიობი რამდენიმე დღის მანძილზე პეტერბურგის ცენტრში ცხოვრობდა.



როგორც ამბობენ, მას რუსული კერძები მოეწონა და ხედებით მოიხიბლა.



როცა რივზი რუსეთში ფილმის გადაღებებისთვის უფრო ხანგრძლივი ვიზიტით ჩავა, პროდიუსერები მას ქალაქის ცენტრში აპარტამენტის მოხსნას ჰპირდებიან.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge