Powered by Jasper Roberts - Blog

11:07 08.06.2017
თბილისში მერვე Kavkaz Jazz ფესტივალი გაიმართება

17 და 19 ივნისს მოძრაობის თეატრი კავკასიური ჯაზის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცევა. ერთ სცენაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.


Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან. პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge, წარმდგენია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერი - ქ.თბილისის მერია. პარტნიოერები: საქართელოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ემრეს ინსტიტუტი.


14 ივნისს დაიწყება მასტერ-კლასების სერია ახალგაზრდა ჯაზ-შემსრულებლებისათვის. მეცადინენობებს გაუძღვებიან ცნობილი მუსიკოსები და პედაგოგები სალმან გამბაროვი, შენთურქ ოზთაში, ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი) და არმენ უსნუნცი. მასტერ-კლასებს ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.


17 ივნისს 20.00 საათზე მოძრაობის თეატრში ჩატარდება კონცერტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ბენდების მონაწილეობით.


19 ივნისს 20.00 მოძრაობის თეატრში კი გაიმართება დიდი დასკვნითი ჯემ-სეშენი სლოგანით Jazz Up The Borders (გააჯაზე საზღვრები) ოთხივე ქვეყნის მუსიკოსების შესრულებით. ერთ სცენაზე გამოვლენ როგორც ფესტივალის სპეციალური სტუმრები, ასევე მასტერ-კლასების მონაწილეებიც. ჯემ სეიშენს ცნობილი ქართველი მუსიკოსებიც შეუერთდებიან.

 

სალმან გამბაროვი (აზერბაიჯანი) - პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფესტივალებში, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, GIFT, Oriental Jazz Fest, Zelt-Musik-Festival, Beethoven Festival. ამჟამად წარდგება მუსიკოსების საერთაშორისო ბენდთან.


შენთურქ ოზთაში (თურქეთი) - ბასისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე. ჯგუფი Songs From A Breeze დამფუძნებელი და სოლისტი.    


ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი, საქართველო-აშშ) - დასარტყამი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. როგორც გამოცემა New York City Jazz Record-მა უწოდა „ნიუ იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“. წარჩინებით დაამთავრა პრესტიჟული Berklee College Of Music (აშშ).არის გამოჩენილი არტისტების მრავალი პროექტის მონაწილე და საავტორო პროექტების ლიდერი/კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი.


 

არმენ უსნუნცი (სომხეთი) - საქსოფონისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, სომხეთის დამსახურებული არტისტი. ჯგუფი Time Report დამფუძნებელი. წლების მანძილზეა არტო ტუნჯბოიაჯანის ლეგენდარული Armenian Navy Band სოლისტი. 2004-2006 წწ. იყო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული პროფესორი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge