Powered by Jasper Roberts - Blog

16:46 07.06.2017
9 ივნის, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

9 ივნისს, საქართველოს  სოლიდარობის ფონდის დაბადების დღეს, 19.00 საათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მარჯანიშვილის . #7) გაიმართება თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა - "360 გრადუსი".


ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება  სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას.

 

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 ორგანიზაციის, მათ შორის 53 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 390 ბავშვის და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.


 

სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც  ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და  ამ  შედეგის  შენარჩუნებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მხარდაჭერა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge