Powered by Jasper Roberts - Blog

12:26 06.06.2017
ეროვნულ გალერეაში თანამედროვე ჩინელი არტისტების გამოფენა გაიმართება

ეროვნულ გალერეაში, 8-11 ივნისს თანამედროვე ჩინელი არტისტების გამოფენა - „თანავარსკვლავედი“ მოეწყობა. 


ეროვნული გალერეა აი ვეივეის, ჰუ შიაოიანის, ლი შურუის, ლიუ ვეის, ლუ პინგიანის, ლუ შანჩუანის, მა ქიუშას, ვან გუანგლის, ვანგ სიშუნის, ვანგ იუანგის, ში მოლინის, შიუ ქუს, შიუ ზენის, იან შინგის, ზანგ დინგის, ზანგ ზენიუს, ზაო იაოს და ზაო ზაოს ნამუშევრებს უმასპინძლებს. 

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქართველი კოლექციონერი ჯონ დოდელანდე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას „თანავარსკვლავედი’’. ექსპოზიცია აერთიანებს თანამედროვე ჩინელ არტისტებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ჩინეთის დღევანდელ ხელოვნებაზე − მათი ავანგარდისტული ნამუშევრები პოლიტიკური, სოციალური და ესთეტიური პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებს ასახავს. გამოფენის კურატორია ამი ბარაკი“, - აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge