Powered by Jasper Roberts - Blog

17:25 02.06.2017
ARTSPEAK- ნიუ-ორკელი მხატვრის ბილ ქლაპსის გამოფენა თბილისში

კომპანია „ჯორჯიან ტურის" ორგანიზებით  და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 5 ივნისს „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში"  ნიუორკელი მხატვრის, ბილ ქლაპსის, მულტიმედიის და ვიდეო ნამუშევრების გამოფენა "ARTSPEAK" იხსნება. წარმოდგენა მოიცავს ავტორის სამი სერიის ნამუშევრებს, „არტსპიკი", "ყველაფერი მეორადია" და „ნატურალური აბსტრაქციები", რომელშიც გამოყენებულია მხატვრის მიერ შემუშავებული უნიკალური ოქროს ფოლგის ტექნიკა. გამოფენა გაიხსნება ორშაბათს 19:00 საათზე და გაგრძელდება კვირის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ქლაპსის ნამუშევრები ასახავს ხელოვნებასა და ისტორიას შორის მიმდინარე დიალოგს, გვესაუბრება ხატებზე, თემებსა და ენაზე, რომელსაც მხატვრები და ხელოვნების კრიტიკოსები იყენებენ. მისი შთაგონების წყარო სხვადასხვაა და მოიცავს ენას, კოდებს, კალიგრაფიას, ჩინურ პეიზაჟებს, ადამიანის ფორმებს, ექსპრესიონიზმს, და თანამედროვე ხელოვნების შესაბამის გამოსახულებებს.

ბილ ქლაპსი ცხოვრობს ნიუ-ორკში. იგი არის გამომსახველობითი ხელოვანი, კინომატორგრაფისტი, მწერალი, რომელიც წერს ხელოვნების ისტორიაზე და ენაზე. იგი დაიბადა გლენ რიჯში, ნიუ ჯერსიში და მას აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მხატვრობასა და ხელოვნების ისტორიაში. მან ხატვა დაიწყო ნიუ-ორკში ხელოვან სტუდენტთა ლიგაში და ფლორენციაში, იტალიაში. მისი ნახატები გამოფენილი იყო ინდივიდუალური და ჯგუფურ გამოფენებში შეერთებული შტატებისა და ევროპის გალერეებსა და დაწესებულებებში. შეერთებულ შტატებში: Salomon Arts Gallery (ნიუ-ორკი), Priska C. Juschka Fine Art (ნიუ-ორკი), Henry Gregg Gallery (ნიუ-ორკი), Rush Arts Gallery (ნიუ-ორკის შტატი, Aspen Fine Arts Gallery (ასპენი, კოლრადო), Bendheim Gallery (გრინვიჩი, კენტუკი), Kismet Gallery (ვესტპორტი, კენტუკი), Exhibit Gallery (ტუსლა, ოკლაჰომა), and International Club (ველინგტონი, ფლორიდა). ევროპაში: la Galleria Nazionale d'Arte Antica di Palazzo Corsini, რომი; Artgeneve, ჟენევა; Art Monaco; Evartspace, ჟენევა; Spazio Garibaldi 77, მილანი, Gallery@1, Gstaad, შევიცარია, Galerie 55 Bellechasse, Paris, R Gallery, ჯედა, საუდიის არაბეთი. კლეპსის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში და ფონდებში შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. იგი წერს Artspace.com -სა და ჟურნალისთვის Exibart Magazine.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge