Powered by Jasper Roberts - Blog

16:48 02.06.2017
„უკვე მეექვსე თვეა, ეს ადამიანი ჩემს სახლში სრულიად უფასოდ ცხოვრობს და არც აპირებს იქიდან გამოსვლას“ - მაია გოგოლაძე

ბოლო დროს, ქართველი საზოგადოება  ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმების მხირდან, გახშირებული კრიმინალისა და და თაღლითობის ფაქტებზე საუბრობს. უცხოელები ოფიციალურად, საქართველოში  ბიზნესისთვის  ჩამოდიან, თუმცა, შემდეგ, თაღლითური სქემებით მოქმედებენ და ქართველებს მნიშვნლოვნად აზარალებენ.

 

როგორც  უფლებადამცველი ალექსანდრე ახალკაცი აცხადებს, უცხოელი თაღლითები, უმეტესწილად, ირანელები და არაბები არიან. მისივე განმარტებით, მათზე ქართული კანონმდბებლობა სათანადოდ ვერ რეაგირებს.

 

ყველას ახსოვს ის სისასტიკე, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა საუკუნეების განმავლობაში არაბებისა და ირანელების გამო გადაიტანეს, თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს ისინი საქარველოში თავისუფლად ცხოვრობენ, გაურკვეველ საქმიანობას ეწევიან და ხშირ შემთხვევაში, ქართველი ქალების პროსტიტუციაში ჩაბმით არიან დაკავებულები.

 

გამომდინარე იქიდან, რომ უცხოელებს საქართველოში საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ისინი ბინებს ქართველებისგან  ქირაობენ, ხელშეკრულებას აყალბებენ, ქირას არ იხდიან და  დამქორავებლებს დიდ ზიანს აყენებენ. მსგავსი პრობლემით, ,,ჯორჯიან თაიმსთან“  ერთ-ერთმა დაზარალებულმა ისაუბრა. ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ქალბატონი - მაია გოგოლაძე, ირანელი ბიზნესმნის თათლითური სქემის მსხვერპლი გახდა:

 

 

„აგვისტოს თვეში, ერთ-ერთი კომპანიის  დახმარებით, ჩემი საკუთარი სახლი, როგორც  მაშინ მითხრეს, ირანელ  ცოლ-ქმარს მივაქირავე. დამქირავებელი, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმე,  ისლამური სახელმწიფოს მოქალაქე, - რანა ბოროუნი (ბიზნესმენ ალი თაჰერი ქაშანის ცოლი) გახლდათ.


დამქირავებელმა იანვრის თვიდან  შეწყვიტა ბინის ქირის გადახდა.  უკვე მეექვსე თვეა, ეს ადამიანი ჩემს სახლში  სრულიად უფასოდ ცხოვრობს და არც აპირებს იქიდან გამოსვლას.

 

ვალის არ გადახდის შემდეგ,  ჩემი  შვილი, ადვოკატი და ჩემი  წარმომადგენლები ბინის დამქირავებლებთან მიმივიდნენ. როგორც იქ მათ მათ  უთრეს, ქალი, ვისთანაც მე ხელშეკრულება გავაფორმე, იქ საერთოდ აღარ ცხოვრობს. სახლში კი სულ სხვა ირანელი ქალბატონი დახვდათ, - შვილთან ერთად.(ამის გარდა, ბიზნესმენს  ხელი ფიქტიურად აქვს მოწერილი ქართველ ქალთან, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით)  მე მათთან არანაირი იურიდიული ხელშეკრულება და ურთიერთობა  არ მაქვს. ხელშეკრულება მაქვს მხოლოდ იმ გოგოსთან, რომელიც ფიზიკურად აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს და ეს მე მხოლოდ იანვარში  აღმოვაჩინე. ქალი, რომელიც ამჟამად ჩემს სახლში ცხოვრობს, პირველად ნახეს ჩემებმა. ამ ქალბატონზე ირანელი ბიზნესმენი ამბობს, -  ჩემი ცოლიაო.

 

ირანელ მამაკაცს  ქართველი ადვოკატი, - დავით შაშიაშვილი ჰყავს, რომელიც მას   ყველაფერში ეხმარება.


ჩემებმა პატრული გამოიძახეს, რომ ფაქტი დაეფიქსირებინათ და აქტი შეედგინათ, მაგრამ პატრულმა ჩემებს განუმარტა, რომ ირანელის შეწუხების უფლება საერთოდ არ აქვთ და მხოლოდ სასამართლოსთან შეგვიძლია დავა.

 

ამ ამბის შემდეგ,  ირანელს იმდენი ულება მიეცა, რომ ვინც მასთან მივიდა სალაპარაკოდ, ყველას უჩივლა-მაწუხებენო და ეს რომ ჩემმა ცოლმა დაინახა, მუცელი მოეშალაო.

ეს ადამიანი ყველაფრის გამკეთებელია, ჩვეულებრივი თაღლითია. სომხეთში  ორი თვეც არავინ გააჩერა და საქართველოში ყველა ჩვენზე კარგად რატომ არის?..

 

მას სამი ავტომობილი ჰყავს, თუმცა მის სახელზე არცერთი არ  ფიქსირდება. ის ძალიან ხშირად დადის კაზინო ,,აჭარაში“, ასევე, იქირავა ლომბარდი და შემდეგ ისიც ისე დატოვა, რომ იქაც არ გადაუხადა იმ მეპატრონეს ქირის თანხა  და ხელშეკრულება შეუწყვიტა.

 

ივლისში უნდა იყოს სასამართლო, შეიძლება სექტემბერშიც გადავიდეს და დროში სადამდე გაგრძელდება, - არავინ იცის.

 

მე როგორც ვიცი, მას ეს ყვველაფერი ქართველმა ადვოკატმა ურჩია და უთხრა, რომ შენ შეგიძლია იცხოვრო უფასოდ, სასამართლო დიდხანს გაიწელება, მერე მე ისევ უნდა შევიტანო სარჩელი, მერე ველოდო და აშ.

 

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩემი უძრავი ქონების დაცვის უფლება არ მაქვს.


საქართველოში კი თაღლითები თავისუფლად დადიან და  მათ ყველაფრის უფლება აქვთ.


გამაგებინეთ რა ხდება?! სხვა ქვეყნებში ასეთ ადამიანებს არ აჩერებენ, მსგავსი დანაშაულისთვის ეს პიროვნება  სომხეთიდან გამოაგდეს და ჩვენ რა გვემართება?

 

გამაგებინეთ, რა შემიძლია გავაკეთო და ვის მივმართო? ჩემს მდგომარეობაში ბევრი ქართველია და კანონი არავის გვიცავს.“ - აცხადებს დაზარალებული ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 


 

 

ზემოთ აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“ უფლებადამცველ ალექსანდრე ახალკაცს ესაურა:

 

 

- ბატონო ალექსანდრე, რამდენად ხშირია მსგავსი ფაქტები თქვენს პრაქტიკაში და  ამ შემთხევაში როგორ უნდა მოიქცეს დაზარალებული?

 

- მსგავსი ფაქტები გადაუჭრელი პრობლემაა საქართველოში და ეს  პირველი შემთხვევა არ არის. მიზეზი კი ის არის, რომ  ჩვენი კანონმდებლობა ამ პრობლემის წინაშე  მოიკოჭლებს,რადგან  არ გვაქვს იმის ბერკეტი, რომ დაზარალებულმა კანონით იხელმძღვანელოს და  თუნდაც პატრულის საშუალებით, უცხოელი მოქალაქე  საკუთარი სახლიდან გააძევოს. ცუდი ტენდენცია გვაქვს, რომ საქართველოში არამკვიდრი მოსახლეობა უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობს, ვიდრე - თავად ქართველები. ჩვენ გართულება არ  გვაქვს უცხოელებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  საქართველოს მოქალაქეები უნდა დაგვავიწყდეს  და ისინი დავჩაგროთ. დღეს, სამწუხაროდ ასე ხდება.მსგავს საკითხთან შეხება რამდენიმეჯერ მქონდა და ყველა შემთხვევაში დამნაშავეები  ირანის და არაბეთის მოქალაქეები იყვნენ. სხვათა შორის, ისინი საქართველოში საკმაოდ ბუნდოვან საქმიანობას ეწევიან. ძირითადად კლუბები და რესტორნები აქვთ გახსნილი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ძირითადად დაკავებულები არიან ქართველი  გოგონების სექსუალური  მომსახურეობის ბიზნესით.

 

- რას ურჩევდით ამ შემთხვევაში დაზარალებულს?

 

- ქალბატონის შემთხვევაში რთულია რამის რჩევა, რადგან კანონი მის მხარეს ნამდვილად არ არის. სასამართლოში  დავას მთელი პროცედურები სჭირდება და ეს დიდ დროს მოითხოვს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ქონების მის მიერვე განკარგვა არ ხდება.

 

პატრულის თანამშრომელს რომ ეთქვა ირანელისთვის, რომ ბინა უნდა დაეტოვებინა, ის დატოვებდა კიდეც. არ გაირთულებდა მდგომარეობას.

 

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ძალიან მინიმალური, დაახლოებით 1 %   მაინც ექნება გამქირავებელს გადასახდელი სახელმწიფოს მიმართ. ამით, პირველ რიგში  ბიუჯეტი იხეირებს და თან მეპატრონეებს ექნებათ ბერკეტი, რომ მსგავსი შემთხვევების დროს კონკრეტულ პიროვნებას (ამ შემთხვევაში  ირანელს) თანხა დააკისროს.

 

აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ეს ირანელი შეიძლება საქართველოდან საერთოდ წავიდეს  და ასე თუ მოხდა, დაზარალებულს ზარალს ვერავინ ვეღარ აუნაზღაურებს. უფრო მეტიც,  უცხოელები საქართველოში ძირითადად რამდენიმე სახლს ქირაობენ  და შემდეგ თვითონ აქირავებენ. ამ ინფორმაციის წვდომა სახლის მეპატრონეს ძალიან ნაკლებად აქვს, რადგან ისინი ბინებს ხელშეკრულებით იღებენ  და შემდეგ მისი კონტროლი ძალიან რთულია.

 

პირველ რიგში, კანონი უნდა გამოსწორდეს ამ კუთხით, თუმცა ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ არსებობს. ნებისმიერ დემოკტატიულ ქვეყანაში ერთი ადამიანის ჩაგვრის შემთხვევაშიც კი კანონს ცვლიან.  ჩვენთან კი დაზარალებულები ძალიან ბევრნი არიან.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: როცა უცხოელები ჩამოდიან, მათ აქვთ საქართველოში დროებით გაჩერების საბუთი, ასეთი შემთხვევების დროს ეს საბუთი უნდა უწყდებოდეთ საერთოდ და ქართველი დაზარალებულების ხარჯზე ფულს ვერ იშოვიან. დღეს, კი სამწუხაროდ, სწორედ ქართველების ხარჯზე იკეთებენ ბიზნესს.

 

- თქვენი აზრით, რა განაჩენი შეიძლება გამოიტანოს სასამართლომ?

 

- სასამართლო რამდეჯერმე გადაიდება, ბოლომდე გამოიყენებს თავის დროს, პირველ ინსტანციაზე უცხოელის გამამტყუნებენ განაჩენს  გამოიტანს , შემდეგ ეს უცხოელი  მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს და როდის ჩაინიშნება კიდევ სასამართლო და  როდის დამთავრდება, ღმერთმა იცის. ამასობაში, მას ბინადრობის საბუთის ვადაც  გაუვა  და წავა საქართველოდან. დაზარალებული დარჩება დაზარალებულად. მთავრობა ამ ზარალს არ აუნაზღაურებს. თუ ყოველთვიურად ექნება გადასახდელი დამქირავებელს სახელწიფოს მიმართ, მას ამ ზარალის ამოღების საშუალება ექნება.

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge