Powered by Jasper Roberts - Blog

16:01 01.06.2017
დეტალები მეუფე პეტრეს ბიოგრაფიიდან

გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც მეუფე პეტრეს ბიოგრაფიაა განხილული.

 

 

ქართულივიკიპედიისთანახმად, მეუფე პეტრე 1970 წლის აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტში დაიბადა და ვიდრე საეკლესიო ცხოვრებას დაიწყებდა, ჯერ თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. 1997-დან 2000-წლამდე კი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც, 2000 წლის 27 აგვისტოს ანუ მარიამობის წინა დღეს ბერად აღიკვეცა; 28-ში დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 3 ნოემბერს კი _ მღვდლად და ყაზბეგში, სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 2002 წლის 16 ივლისს, ბერმონაზონი პეტრე ეპისკოპოსი ხდება; იმავე წლის 27 ოქტომბერს სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად დგინდება; 2007 წლის 28 იანვრიდან მთავარეპისკოპოსის, 2010 წლის 2 აგვისტოდან კი მიტროპოლიტის ხარისხი მიენიჭა.

 

მეუფე პეტრეს ანგელოზის დღე 29 ივნისია. ამ ბიოგრაფიული მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ პეტრე ცაავამ თავბრუდამხვევი საეკლესიო კარიერა მოკლე დროში გაიკეთა. არადა, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, მინიმუმ ათი წელია საჭირო, ბერი ეპისკოპოსი გახდეს. თავისთავად ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა ცაავამსაეკლესიო მწვერვალებისდაპყრობა?, - წერის „ვერსიაში.

 

ისინი, ვინც პოლიტიკურ ინტრიგებში ზედმიწევნით კარგად ერკვევა, უშვებენ ალბათობას, რომციანიდის საქმეეკლესიაში გავლენის სფეროების გადანაწილებას უკავშირდება ანუ ვიღაც ან, ვიღაცები ცდილობენ, საპატრიარქონაცგავლენებისგანგაიწმინდოს. ობიექტურები თუ ვიქნებით, დამალვას აზრი არ აქვს, რომ იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, „ვარდოსნებსსაპატრიარქოზე ზომაზე მეტად დიდი გავლენა მართლაც ჰქონდათ: მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის ჯიპების ჩუქებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გვახსოვს, გიგი უგულავა, ასევე კუდ-ის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე საპატრიარქო რეზიდენციას ხშირად რომ სტუმრობდა. პერიოდულად ის ხმაც ვრცელდებოდა, რომ სინოდის დღის წესრიგს სწორედ ნაცები ადგენდნენ ანუ უტრირებულად რომ ვთქვათ, სასულიერო პირები მიშას და-ძმების კონტროლის ქვეშ იყვნენ

 

 

სხვათა შორის, ჯერ კიდევვარდების დიქტატისასდადიოდა ხმა, რომ სპეცსამსახურები მღვდლებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ. სიტყვამ მოიტანა და, ასეთი კადრებიციანიდის საქმეშიცფიგურირებს _ ითქვა, თითქოს ჩანაწერების მიხედვით, დაკავებული დეკანოზი ერთი ცნობილი მღვდლისა და დედაოს ინტიმურ ურთიერთობაზე საუბრობს დასაუკუნის პროცესადსახელდებული სასამართლოს დახურვის საბაბიც სწორედ ეს გახდა... 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge