Powered by Jasper Roberts - Blog

15:29 01.06.2017
„პირველი შეცდომაა, რომ ეკლესიას ვაფინანსებთ“ - ლევან ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ახალ თაობასთან ინტერვიუში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

 

 

 მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ხდება ჩვენს საზოგადოებაში, რაც ხდება უნივერსიტეტში, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ჟურნალისტთა კორპუსში _ ჰოი საოცრებავ, თურმე იგივე ხდება საქართველოს საპატრიარქოშიც. როგორი ხალხიც ვართ, ზუსტად ისეთი ვითარება ყოფილა იქ. ადვოკატმა ქარჩავამ მთელ საქართველოს აუხსნა, რომ სიტყვა მოკვდინებაში ხანგრძლივი სიცოცხლე იგულისხმა. თუ ეს ადამიანი არის საპატრიარქოს ადვოკატი, წარმოიდგინეთ, რა რთული სიტუაცია ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა გვქონდეს ამ ხალხის მიმართ, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს! არ შეიძლება ასეთი მძიმე ბრალდების შემდეგ ქვეშიდან გამოძვრე, ეს სამარცხვინოა. ყველაზე უკეთესი, ვინც კი იქ არის - არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ამაში უბრალოდ იოტისოდენა ეჭვიც კი არ მეპარება. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რამდენიმე შეცდომა გვაქვს დაშვებული: პირველი შეცდომაა, რომ ეკლესიას ვაფინანსებთ. ასევე შეცდომაა, რომ არ ვაღიარებთ თანასწორობას. ასევე შეცდომაა, ეპისკოპოსები 10 ცხენის ძალის მქონე ჯიპებით რომ დადიან, ალბათ მალე თავზე გადაგვივლიან. არადა, ქრისტე ქადაგებდა, სიმდიდრე ღატაკებს დაურიგეთო. თუმცა, ვიღაც ფიქრობს, რომ ასეც უნდა ხდებოდეს, სწორედ მისთვის არის შოკი ის, რაც ხდება, თორემ ჩემთვის არანაირი შოკი არ არის“, - წერს ბერძენიშვილი.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge