Powered by Jasper Roberts - Blog

11:29 01.06.2017
ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებმა საერთაშორისო ფესტივალზე 6 ნომინაციაში გაიმარჯვეს

უკრაინაში გამართულ  XIX საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა“ ფესტივალის საექსპერტო საბჭომ გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს  ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებს 6 ნომინაციაში მიანიჭა პრიზი:


1.      საუკეთესო რეჟისურა სპექტაკლისთვის „რევიზორი“ ( თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი)

2.      დიდი სცენის საუკეთესო სპექტაკლი - „რიჩარდ მესამე“ (კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)

3.      მამაკაცის საუკეთესო როლი - ბოგდან ბენიუკს რიჩარდ მესამეს როლისთის  („რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)

4.      ქალის საუკეთესო როლი - ტატიანა შლიახოვას ლედი ანას როლისთვის ( „რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)

5.      მამაკაცის  მეორე პლანის საუკეთესო როლი - ოლეგ სტალჩუკს გლოსტერის როლისთის („რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი)

6.      ქალის მეორე პლანის საუკეთესო როლი - ნატალია კორპანს დედოფალი მარგარიტას როლისთვის („რიჩარდ მესამე“, კიევის ივან ფრანკოს ეროვნული აკადემიური თეატრი


25 მაისს ნიკოლაევში და 26 მაისს ხერსონში გრიბოედოვის თეატრმა სპექტაკლი „რევიზორი“ წარმოადგინა.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ხერსონის ნ.კულიშის სახელობის აკადემიურ თეატრში „რევიზორის“ ჩვენება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.


მანამდე, 19 მაისს „ტავრიის მელპომენა“ გაიხსნა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „რიჩარდ მესამე“ შექსპირის მიხედვით, რომელიც რეჟისორმა უკრაინის ერთერთ ყველა განთქმულ - ივან ფრანკოს ეროვნულ აკადემიურ თეატრში - დადგა. სპექტაკლის პრემიერა 2016 წლის 12 აპრილს გაიმართა და მას დიდი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 


საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიტავრიის მელპომენაყოველწლიურად ტარდება 1999 წლიდან უკრაინის . ხერსონში მაისის ბოლო კვირას. 18 წლის განმავლობაშიტავრიის მელპომენისმონაწილე გახდა ოცი ქვეყნის 130 თეატრი. ფესტივალის ჟიურის წევრები არიან მონაწილე ქვეყნების წამყვანი რეჟისორები, მსახიობებითეატრმცოდნეები და კრიტიკოსები.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge