Powered by Jasper Roberts - Blog

17:33 31.05.2017
მეცნიერებმა გათხოვებისთვის შესაფერისი ასაკი დაადგინეს!

თუკი 25 წლის ხართ და განიცდით, რომ „შინაბერად დარჩებით“, თქვენთვის სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა არასწორ ასაკში თხოვდება! ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ ამერიკელ მეცნიერებს.

 

იუტას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, რომ ქორწინებისთვის იდეალური ასაკი 28-დან 32 წლამდეა.

 

28 წლიდან ადამიანი უფრო მშვიდი, გააზრებული ხდება და დედობისა ან მამობისთვის მზად არის.

 

სტატისტიკურად, ქორწინება ყველაზე ხანგრძლივია მაშინ, როდესაც წყვილი მოწიფულ ასაკში ქორწინდება. 

 

ასე რომ, თუკი 30 წლამდე ხართ და თხოვდებით ან ცოლი მოგყავთ, თქვენი ოჯახის დანგრევის შანსი მინიმალურია, სხვა სოციალურ-ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით.

 

28 წლამდე და 32 წლის ზემოთ ასაკის წყვილებში განქორწინების ალბათობა 5%-მდე მცირდება. რატომ? ჩვენ გვაქვს თეორია. უფრო ახალგაზრდა ასაკში დაქორწინებული, უბრალოდ, ვერ უძლებს დატვირთვას, როცა კარიერის პირველი წლები და ოჯახის მოვლის ტვირთი ერთდროულად აწვება. რაც შეეხება 32 წელს გადაცილებულებს, ამ ასაკში მათ უკვე მეტ-ნაკლებად სტაბილური ფსიქიკა აქვთ და პარტნიორთან ადაპტირება უკეთ შეუძლიათ“, - აცხადებენ მეცნიერები.

 

მკვლევარებმა კიდევ ერთი მიზეზი დაასახელეს:

 

„მათ, ვინც 30 წლამდე ქორწინდებიან, უკეთესი მატერიალური პირობები აქვთ. საიდუმლო არ არის, რომ ოჯახების უმეტესობაში უთანხმოების მიზეზი სწორედ ფინანსური პრობლემებია“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge