Powered by Jasper Roberts - Blog

15:16 29.05.2017
მისტიური, მიტოვებული და შიშისმომგვრელი ადგილები დედამიწაზე (ფოტო)

მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ადგლები, რომელთა რეალობაშიც შესაძლოა ეჭვი შეიპაროთ, მსგავსი ადგილები ყველაზე უსიამოვნო გრძნობებს აღძრავენ და ადამიანს იმასაც აფიქრებინებენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა რომელიღაც საშინელებათა ფილმის სცენიდან იყოს.

 

უძველესი ებრაული სასაფლაო პრაღაში, ჩეხეთი

ეს სასაფლაო თითქმის 4 საუკუნის განმავლობაში (1439-1787 წწ) იყო მოქმედი. საკმაოდ მცირე ზომის მიწის ფართობზე დაახლოებით 100 ათასი მიცვალებულია დაკრძალული. თუმცა აღწერის მიხედვით 12 ათასი სასაფლაოა დათვლილი, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სასაფლაოს არავითარ აღმნიშვნელ ნიშანს არ დებდნენ. მიწისქვეშ კი ნაპოვნია აკლდამები, რომლებიც 12 სასაფლაოს იტევენ. დროთა განმავლობაში მიწის მოძრაობის შედეგად, სასაფალოების აღმნიშვნელი ქვები გადაიხარა და ამ ყოველივემ შემაძრწუნებელი სანახაობა შექმნა.

თოჯინების კუნძული, მექსიკა

მექსიკაში მდებარეობს ძალიან უცნაური მიტოვებული კუნძული, რომლის დიდ ნაწილზეც „შემაძრწუნებელი თოჯინები ცხოვრობენ“. ამბობენ, რომ 1950 წლიდან გადაყრილი თოჯინების შეგროვება და ამ კუნძულზე მიტანა დაიწყო ვინმე ჰულიან სანტანა ბარერამ, რომელიც ცდილობდა მსგავსი მეთოდით მიმდებარე ტერიტორიაზე წყალში დამხრჩვალი გოგონას სულის უკვდავყოფას. თავად ჰულიანი 2001 წლის 17 აპრილს დაიხრჩო ამავე ტერიტორიაზე. ამ დროისათვის კუნძულზე 1000 ექსპონატია.

კუნძული ჰასიმა, იაპონია

ჰასიმა - მეშახტეების ყოფილი დასახლება, რომლებიც ნახშირს მოიპოვებდნენ, დასახლება 1887 წელს დაარსდა. ეს ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებად ითვლებოდა დედამიწის მასშტაბით, სანაპირო ზოლზე, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5259 ადამიანი ცხოვრობდა 1959 წლის მონაცემებით. როდესაც ნახშირის მოპოვება დასრულდა, შახტა დახურეს და ქალაქმა მოჩვენების სტატუსი შეიძინა. ეს ყველაფერი 1974 წელს დასრულდა.

ძვლების სამლოცველო, პორტუგალია

სამლოცველო მეთექვსმეტე საუკუნეში აშენდა. იგი მცირე ზომისაა, მაგრამ აქ ინახება 5 ათასი ბერის წმინდა ძვლები. სახურავზე არის წარწერა «Melior est die mortis die nativitatis» - „უკეთესია დღე სიკვდილისა, ვიდრე დღე დაბადებისა“

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ჩეხეთი

ჩეხეთში, სოფელ ლუკოვში მიტოვებული ეკლესია, რომელმაც ფუნქციონირება 1968 წელს შეწყვიტა, როდესაც ეკლესიის სახურავი დაკრძალვის ცერემონიალისას ჩამოინგრა, მხატვარმა იაკობ ჰადრავამ სამლოცველოში „სულების“ მონუმენტები განალაგა, რაც სანახაობას კიდევ უფრო სასტიკ ელფერს სძენს.

საძვალე პარიზში, საფრანგეთი

საძვალე პარიზის მიწისქვეშ - იგი 187 კმ-დან 300 კმ-მდეა გადაჭიმული. საძვალე თითქმის ექვსი მილიონი ადამიანის ძვლებს ითვლის.

ჭირის კუნძული, იტალია

ჭირის კუნძული იტალიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ცნობილია, რომ ამ კუნძულს უძველესი დროიდან იყენებდნენ, როგორც შავი ჭირით დაავადებულთა გადასახლებისთვის. ამ კუნძულზე 160 ათასი ადამიანია დაკრძალული. მისი სახელის სისასტიკეს ამძაფრებს სხვადასხვა ისტორიები, რომლის მიხედვითაც ადამიანებზე ამ კუნძულზე სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, შედეგად კი ფსიქიკური დაავდების მქონე პირებსაც აქ ანთავსებდნენ, სწორედ ამიტომ პარანორმალური მოვლენების მეცნიერები ამ კუნძულს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ადგილად ასახელებენ.

ჯვრების მთა, ლიტვა

ჯვრების მთაზე 50 ათას ჯვარს ითვლიან. მიუხედავად მსგავსებისა, იგი სასაფლაო არ არის. ძველი თქმულების თანახმად, ის ვინც ამ მთაზე ჯვარს აიტანდა, ბედნიერი იქნებოდა. შედეგად კი შეიქმნა ჯვრების მთა.

გველების კუნძული, ბრაზილია

გველების კუნძული ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია დედამიწის მასშტაბით. ამ კუნძულზე არის მხოლოდ ტყე და უამრავი გველი, მათი სრული უმრავლესობა კი შხამიანია. ბრაზილიის მთავრობამ ამ კუნძულზე ადამიანთა მიმოსვლა სრულებით აკრძალა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge