Powered by Jasper Roberts - Blog

20:04 20.05.2017
ნატა ფერაძე ნეტავ არ დაეხმარება დენდროპარკის მშენებელ კომპანიებს ამ აქციაში? - გიორგი უძილაური

ფონდ „ქართუს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბობოყვათში 100 ძირი კვიპაროსის დარგვა იწყება: „ბობოყვათში დასარგავად კვიპაროსების მორიგი პარტია შემოვიდა. ფერაძე ნეტავ არ დაეხმარება დენდროპარკის მშენებელ კომპანიებს ამ აქციაში?“წერს უძილაური. მან გუშინაც გამოაქვეყნა ამ თემაზე პოსტი, სადაც დაწვრილებით წერდა ბობოყვათის სანაპირო ზოლის განაშენიანებაზე: „ეს ბობოყვათის მიმდებარე კილომეტრიანი ზოლია. დენდროპარკის მშენებლობაში ჩართული კომპანიების ინიციატივით, აქაურობა გასუფთავდა ნაგვისა და ჯაგებისგან. დღეს დაიწყება ამ ტერიტორიაზე დენდროპარკისგან ნაჩუქარი 100 უძვირფასესი ჯიშის კვიპაროსის დარგვა და მთელი ზოლის გამწვანება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის არა ვალდებულება, არამედ ინიციატივა, რომელიც მოდის კომპანიებისა და დენროპარკის მშენებლობის ავტორისგან.“, აცხადებს გიორგი უძილაური. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge