Powered by Jasper Roberts - Blog

23:21 19.05.2017
თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტზე დაყრდნობით ავრცელებს.პაციენტის ცნობით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა. „ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც მოხვდა. ყველანი დავწექით იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც“, - განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა. მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრაზ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge