Powered by Jasper Roberts - Blog

17:28 19.05.2017
"იყიდა ვიღაც ირანელმა ან ინდოელმა მიწა და ან გააქირავა საძოვარზე ან თავის მეცხოველეობა გააშენა. რა მოხდება?"-ლადო სადღობელაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს: 

 

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ ნება დართულია მიწის გასხვისება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.
- შეისყიდა ვიღაც ებრაელმა ან არაბმა (ისეთმა რომლის ქვეყნის ძირიტადი ნაწილი უდაბნოა და არაფერი ხარობს ზედ). რას იზავს თქვენი აზრით? იმ მიწაზე მოყვანილ კარტოფილს, კიტრს, პომიდორს და აშ ჩვენ მოგვყიდის? რა თქმა უნდა არა იმიტომ რომ თავის ქვეყანაში ის უფრო დიდი ფასია და იქ გაჰყიდის უეჭველი. ამ დროს რა ხდება ეტაპობრივად შემცირდება ბაზარზე ადგილობრივი პროდუქტი და გაჩნდება მოთხოვნა იმპორტზე რაც თავისტავად გამოიწვევს პროდუქტის გაძვირებას. 
- ეხლა მეორე ისევ იყიდა ვიღაც ირანელმა ან ინდოელმა მიწა და ან გააქირავა საძოვარზე ან თავის მეცხოველეობა გააშენა. რა მოხდება? რძეზე ფასი გაიზრდება (იმიტომ რომ უკვე საძოვრი დაწესებული ქირა ექნება გადასახდელი ვიღაც ირანელისთვის) ხორცზე ფასი გაიზრდება და ისედაც გაჭირვებულ ხალხს გაზრდილი ფასები ექნება ყველა სახის პროდუქტებზე.
- კიდევ ერთი (ასეთი მაგალითები არის ევროპული ოჯახი გამოცდილებებში) იყიდა ვიღაც უცხოტომელმა და ტომელებმა მიწევი და საერთოდ გააჩერა დააკონსერვა იქაურობა ან და ხვა დანიშნულებების გამო გამოიყენა. მერე რას ვშვებით?
- მტერმა რომ იყიდოს მიწები? სად მიდიხარ? ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია!

ავტორ(ებ)ი :