Powered by Jasper Roberts - Blog

15:18 19.05.2017
"ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავთან ერთად ვაპირებთ, შემოვიაროთ საქართველო" - მამუკა ტუსკაძე

ერთისა და იმავე მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მერის ფუნქციების გაერთიანებაში, ხელმძღვანელისთვის მერის დარქმევაში პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი მამუკა ტუსკაძე პრობლემას ვერ ხედავს.

გაზეთ „ახალ თაობასთან საუბარში გი ამბობს, რომ მთავარია რა უფლებებით იქნებიან აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

 

 

 „ძალიან არ გვაინტერესებს, სახელს რას დაარქმევენ, მთავარია, შიგნით ვინ იქნება, რა ტვინი, რა უნარები ექნება და რა უფლებებით იქნება აღჭურვილი. ესაა მთავარი, თორემ მერს დაარქმევენ თუ გამგებელს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ოთხ თვეზე ცოტა მეტი დარჩა ადგილობრივ არჩევნებამდე, რომელიც ოქტომბრის პირველ ნახევარში გაიმართება. რიცხვს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად დაადგენს. ჩვენ ამომრჩევლებთან შეხვედრების ფორმატს განვაახლებთ. როგორც კი დამთავრდება კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის განხილვა, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავთან ერთად ვაპირებთ, შემოვიაროთ საქართველო, ყველა სოფელსა და ქალაქში მივიდეთ და თითოეული მოქალაქის პრობლემა მოვისმინოთ. წინა არჩევნების დროს სახელმწიფომ და მახინჯმა საარჩევნო სისტემამ 6 მანდატზე დაგვტოვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით და შეიძლება დაგვემატოს“, - განაცხადა ტუსკაძემ.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge