Powered by Jasper Roberts - Blog

13:19 19.05.2017
"პორტი, რომელმაც ნავთობით მდიდარი ბაქო მსოფლიოს დაუკავშირა" - Region Plus აჭარის ტურისტულ პოტენციალზე

აზერბაიჯანული ყოველკვირეულ ჟურნალ «Region Plus»-ის გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის - აჭარის ტურისტულ პოტენციალზე, გადმოცემულია ბათუმში ყოფნის შთაბეჭდილებები, აღწერილია რეგიონის ღირსშესანიშნაობები, კოლორიტი და სტუმართმოყვარეობა (ავტორი - ფუად ჰუსეინალიევი).

 


„აზერბაიჯანელი ტურისტები ბოლო წლებში საქართველოს და კერძოდ, აჭარის ხშირი სტუმრები გახდნენ. 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 6,3 მილიონი სტუმრიდან  1,5 მილიონი აზერბაიჯანელია და მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა სწორედ აჭარაზე მოდის“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს ბათუმის თავალწარმტაც ადგილებს აცნობს.

 


„ბათუმის ბულვარი, რომლის გაშენება ჯერ კიდევ 1881 წელს დაიწყო, დღეს ტურისტების საყვარელ ადგილად ითვლება. ზაფხულში აქ იმდენი ხალხია, რომ „ვაშლი არ ჩავარდება“. აქ არის შუქურა, რომელიც ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროს, 1863 წელსაა აგებული. ბულვარში გასეირნებისას ტურისტი ნახავს ყურბან საიდის რომანის მთავარი გმირების - ალის და ნინოს სკულპტურულ კომპოზიციას, მუსიკალურ შადრევანს და მრავალ ძეგლს“, - ნათქვამია სტატიაში.

 


პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანის ისტორიულ კავშირებს ბათუმთან:  „პორტი, რომელმაც ნავთობით მდიდარი ბაქო მსოფლიოს დაუკავშირა“ - ასეთია პუბლიკაციის იმ ნაწილის ქვესათაური, რომელშიც ბაქო-ბათუმის ნავთობსადენზეა საუბარი: „საკურორტო სტატუსის მიუხედავად, ბათუმი საქართველოს სიდიდით მეორე ნავსადგურია ფოთის შემდეგ. სწორედ ბათუმი და ბაქო დაუკავშირდა ერთმანეთს რუსეთის იმპერიაში აგებული პირველი მილსადენით, რომლითაც ჯერ კეროსინის, შემდეგ კი ნედლი ნავთობის გადაქაჩვა დაიწყო. ბაქოს ნავთობის საფუძველზე ბათუმში ნავთობგადამამუშაბელი ქარხანაც აშენდა, რომელიც ამჯამად უკვე აღებულია. ბათუმის სატვირთო ნავსადგურს აზერბაიჯანისათვის დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს - რკინიგზით აქედან საზღვარგარეთ სამ მილიონამდე ტონა აზერბაიჯანული ნავთობი იგზავნება. როგორც ჩანს, შემთხვევითია არაა, რომ პორტთან მდებარე ქუჩას ბაქოს სახელი აქვს“.

 


 

ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუმი ტოლერანტული ქალაქია. გადმოცემულია მისი მოკლე ისტორია მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ფაქტების მოხსენიებით, ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით და ა.შ. ავტორი აღწერს აჭარის ტყეებითა და მდინარეებით მდიდარ ბუნებას, ქობულეთსა და სხვა დასასვენებელ ადგილებს, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობას, აჭარულ სამზარეულოს და ცხადია, მის მთავარ კომპონენტს - აჭარულ ხაჭაპურს.

ავტორ(ებ)ი :