Powered by Jasper Roberts - Blog

23:23 18.05.2017
კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის პირველ კვარტალში, ჯარიმების სახით, 5 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯარიმებით თითქმის 5 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს და მომხმარებელს 30 %-ით მეტი ჯარიმა გადაახსევინეს. ფინანსისტები და ანალიტიკოსები ბანკებთან მოქალაქეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების კაბალურ პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველა ბანკის ხელშეკრულებები იდენტურია და მორგებულია მთლიანად ბანკების ინტერესებზე. მათ აქვთ უფლება, ხელშეკრულების პირობები ნებისმიერ დროს მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით შეცვალონ. ეს მაშინ, როცა მომხმარებელი მთლიანად დაუცველია და წინააღმდეგობას ვერ უწევს ბანკების კაბალურ შეთავაზებებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge